მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა ყავას ყოველდღიურად მოიხმარს. მისი სასიამოვნო სურნელი და გემო შესანიშნავად მოქმედებს თავის ტვინზე, ამაღლებს განწყობას და ზრდის ფიზიკურ აქტივობას, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს და აჩქარებს ადამიანის რეაქციას. ყავას შაქრის დახმარებით შეუძლია ორგანიზმს დაეხმაროს იყოს შრომისუნარიანი, რადგან გლუკოზისა და კოფეინის ერთობლიობით შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაზარდოთ შრომის ხარისხი.
ყავა აძლიერებს იმუნიტეტს. მეცნიერული კველვის შედეგად დადასტურებულია რომ მისი სწორი და გონივრული გამოყენება მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
ყავის კოსმეტოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას საკამოდ დიდი ისტორია აქვს. მას მრავალი წლის წინ იყენებდნენ სკრაბის სახით, აქტიურად გამოიყენებოდა სუნამოების და სხეულის სხვადასხვა სახის მოსავლელი საშუალებების დასამზადებლად.
მიუხედავად მისი ასეთი პოპულარობისა, ცოტამ თუ იცის კოსმეტიკური კუთხით მისი გამოყენების შესახებ სახლის პირობებში.
როგორ გამოვიყენოთ ყავა სახლის პირობებში კოსმეტიკური დანიშნულებით?

ერთმანეთში აურიეთ 2ჩ/კ ყავის ნალექი (უშაქრო) მოდუღებული, 1 ჩ/კ თაფლი და 1ჩ/კ ლიმონის წვენი. წაისვით დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
აღნიშნული ყავის ნიღაბი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, იცავს კანს კაპილარების წარმოქმნისგან და მიმიკური ნაოჭებისგან. სახის კანს ნათელ და სასიამოვნო ფერს ანიჭებს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: