იმუნური სისტემა ადამიანისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია რაც კი ბუნებამ უბოძა მას. მისი გამართულად მუშაობის შედეგად შესაძლებელია მრავალი სენისგან თვითგანკურნება.
იმუნური სისტემა ორგვარია: ერთი რომელიც დაბადებიდანვე დაჰყვება ადამიანს, ხოლო მეორე, სიცოცხლის განმავლობაში შეძენილი.
ორგანიზმის ძალები განსაკუთრებით ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში სუსტდება. საჭიროა საკვების სწორი შერჩევა რომელიც ერთგვარ აღმდგენ და გამაჯანსაღებელ როლს ასრულებს.

Related Articles

ხორცი - ცილოვანი პროდუქტი, იმუნოგლობულინების და თუთიის წყარო. იმუნოგლობულინები უზრუნველყოფენ დაავადების მიმართ მედეგობას, მისი წყალობით ორგანიზმი მეტად დაცულია სხვადასხვა ტიპის პრობლემებისგან.

თუთია - ორგანიზმს ეხმარება წარმოქმნას თეთრი უჯრედები.

რძემჟავა პროდუქტები - ცოცხალი ბაქტერიები აფერხებენ მავნე ბაქტერიების ზრდა-განვითარებას. გარდა კეფირისა და იოგურტისა, პრობიოტიკური პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება ბუნებრივი ანტიბიოტიკები, მწვანე ხახვი, ნიორი და ბანანი.

ყვითელი ხილი და ბოსტნეული - სტაფილო და ციტრუსები, მასში დიდი რაოდენობითაა A ვიტამინი, რომელსაც იმუნური თვისებები გააჩნია.
მწვანე ჩაი - მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ეხმარება იმუნურ სისტემას გაძლიერებაში.
ვაშლი და კაკალი- ფლავონოიდებით მდიდარი საკვებია, ისინი ააქტიურებენ ორგანიზმის დამცავ ძალებს.
დაეხმარეთ იმუნურ სისტემას რათა სწორად და გამართულად იმუშაოს, ამაში კი, კვებასთან ერთად, სრულფასოვანი ძილი და სტრესისგან შეძლებისდაგვარად თავის არიდება დაგეხმარებათ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: