იმუნიტეტი ადამიანის ორგანიზმის დამცავ ბარიერს წარმოადგენს. გადამდებ დაავადებათა და მათ გამომწვევთა მიმართ ორგანიზმის შეუვალობა სწორედ მასზეა დამოკიდებული.
იმუნური სისტემის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება. ნაყოფს დედისგან იმუნური სისტემის ზოგიერთი მზა კომპონენტი გადაეცემა, მისი დაბადების შემდეგ კი თანდათანობით ვითარდება და ძლიერდება.
ძლიერი იმუნიტეტი ჯანსაღი სიცოცხლის საწინდარია. ასეთი იმუნიტეტის მქონე ორგანიზმს ავადმყოფობა იოლად ვერ ერევა. ის პასუხს აგებს ორგანიზმის შეუვალობაზე სხვადასხვა სახის ვირუსების და ინფექციების მიმართ, ამიტომ ყოველმხრივ შეეცადეთ განიმტკიცოთ იგი.
ჭინჭარი იმუნიტეტის სამსახურში
ჭინჭრის ნაყენი ნამდვილად ითვლება იმუნიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ სამკურნალო საშუალებად.
მას იყენებენ ქრონიკული ვარიკოზული წყლულებისა და სისხლნაკლებობის დროს. იმუნური სისტემის და ნივთიერებათა ცვლის სამკურნალოდ.
ჭინჭრის წვენს იყენებენ თირკმელებში კენჭის წარმოშობის და მისი თავიდან აცილების მიზნით, ასევე შარდსადენი გზების ინფექციური დაავადების მკურნალობის დროს.
ჭინჭრის ფოთლების ნაყენი გამოიყენება როგორც სისხლდენის საწინააღმდეგო საშუალება ჰემოროიდული კვანძების სამკურნალოდ.
ჭინჭრის ნაყენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

რეცეპტი რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას და მხნეობას შეგმატებთ. ის ასევე კარგია გულის, სისხლის შემადგენლობისთვის, სკლეროზისთვის და საერთოდ მთელი ორგანიზმისათვის.
200 გ მაისის ჭინჭარი ჩაყარეთ ქილაში, დაასხით 0,5 არაყი, მოახვიეთ ქილას დოლბანდი და ერთი დღე დადგით ფანჯარასთან, სინათლის ქვეშ. მერე კი 8 დღე-ღამე შეინახეთ ბნელ სარდაფში. ნაყენი გაწურეთ და მიიღეთ დღეში 2-ჯერ, თითო ჩ/კ დილით ჭამამდე 30 წთ ადრე და ღამე ძილის წინ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: