ადამიანის ორგანიზმი, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავი, ვერ უმკლავდება საკვების მთელ იმ მასას, რომლის მიღებასაც თითქოსდა კეთილი მოსაზრებებით, დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია. არასწორ კვებას შედეგად მიყავხართ იმ პრობლემებამდე, როგორიცაა გაჭუჭყიანებული კუჭის ტრაქტი, დაავადებული ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი, თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი და ა.შ.
ვიდრე წამლებით იმკურნალებდეთ, სცადეთ ორგანიზმის გაწმენდა. როგორ უნდა მოხდეს ეს?
საამისოდ ბევრი ხერხი არსებობს. ყველაზე უბრალო და სასიამოვნო წვენებით და წყალით მკურნალობაა.
დილით უზმოზე დალიეთ 1 ჩ/ჭ წვენი ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად განზავებული. უმჯობესია, თუ ეს იქნება ნახევარი ლიმონისგან და წყლისგან მომზადებული, სრულად 1 ჩ/ჭ.
წვენები ასევე შესაძლებელია მოამზადოთ ისეთი ხილისგან და ბოსტნეულისგან როგორიცაა: ვაშლი, სტაფილო, ჭარხალი და ა.შ. ამის შემდეგ დღის მანძილზე უნდა იკვებოთ მსუბუქად და თავი შეიკავოთ მაღალკალორიული საკვების მიღებისგან.
მომდევნო დღეს თუ თავს კარგად იგრძნობთ, შეიძლება გაიმეოროთ იგივე. იმ შემთხვევაში თუ გრძნობთ სისუსტეს, თავბრუსხვევას, აუცილებლად დაიწყეთ საკვების მიღება, თუმცა ერთბაშად არ მიიღოთ ტკბილი, ცხიმიანი და შემწვარი.
თუ ორგანიზმმა მოგცათ მკურნალობის საშუალება, რამდენიმე დღის შემდეგ გაგიქრებათ სახსრების, თავის, შინაგანი ორგანოების ტკივილი, სიმსუბუქეს იგრძნობთ მთელს სხეულში და წონაში დაიკლებთ.
ამის შემდეგ შეეცადეთ მოახდინოთ თქვენი კვების რეგულირება. დღიურ რაციონში უნდა იყოს დიდი რაოდენობით ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები, განსაკუთრებით მაწონი, ხაჭო და კეფირი.
უარი თქვით საკვებზე, რომელიც ორგანიზმში წარმოქმნის წიდებს და ტოქსინებს: შემწვარი კერძები, ცხიმები, ტკბილეული და ა.შ.
წვენებით მკურნალობა გრძელდება 7 დღის განმავლობაში, ამის შემდეგ საჭიროა შეისვენოთ და იკვებოთ ისეთი ტიპის საკვებით როგორიცაა: მოხარშული ფრინველის ხორცი, ბოსტნეული, ხილი, მინერალური წყალი.
ნუ მიიღებთ მკურანლობის შემდეგ ცხიმიან და მაღალკალორიულ საკვებს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: