ოდესმე ალბათ გიფიქრია იმაზე, როგორ შეიძლება დაიცვა საკვების მეშვეობით შენი სხეული ასაკთან დაკავშირებული დარღვევებისგან და სხვადასხვა მძიმე პრობლემებისგან, რომლებიც ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული.

ცნობილი დიეტოლოგი, ემერ დელანი, გირჩევს, თუ რომელი საკვებია შენი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლო.

ჯანსაღ დიეტას და ცხოვრების წესს ნამდვილად შეუძლია შენი ტვინის დაცვა. მრავალფეროვანი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, რომელიც შეიცავს უამრავ ვიტამინს, მინერალს და ანტიოქსიდანტს, ხელს შეუწყობს თავის ტვინის კვებას და იცავს მას სტრესისგან.

კვლევების თანახმად, ჯანსაღი კვების წესი - კერძოდ, ხმელთაშუა ზღვის დიეტა - იცავს ტვინის ჯანმრთელობას. ეს ნიშნავს ხილის, ბოსტნეულის, კაკლის, გოგრის თესლის და, ამასთანავე, ჯანსაღი ზეთებით და ცხიმებით მდიდარ დიეტას.

ნახშირწყლების ფუქცია ტვინის ჯანმრთელობისთვის

ჩვენი ტვინის ენერგიის უდიდესი წყარო ნახშირწყლებიდან მოდის, როგორიცაა მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, ბრინჯი, კარტოფილი და ლაქტოზა (რძეში ნაპოვნი შაქარი). ეს ითვლება ნახშირწყლების ჯანმრთელ წყაროდ, რომელიც ტვინის ფუნქციონირებისთვის გამოიყენება.

აღსანიშნავია გლუკოზის როლი თავის ტვინის მუშაობაში, რომლის ადეკვატური მიწოდების გარეშეც ტვინი ვერ მუშაობს სრულფასოვნად. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ შაქარს შეუძლია გავლენა იქონიოს ქცევასა და ძილზე, თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

როგორ მოქმედებს პრობიოტიკები თავის ტვინზე?

საყოველთაოდ მიღებულია, რომ კუჭ-ნაწლავის, ტრაქტსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის არსებობს ორმხრივი კომუნიკაცია ბიოქიმიური სიგნალის მეშვეობით.

ბოლო დროს დიდი ინტერესი გამოიწვია პრობიოტიკების, ნაწლავებისა და ტვინის ფუნქციონირების ბალანსირებულმა მოქმედებამ. ითვლება, რომ პრობიოტიკები ცვლის ინფორმაციის გადამუშავებას კუჭში, რაც მტკიცედ არის დაკავშირებული შფოთვასთან და დეპრესიასთან.

როგორ მოქმედებს ცხიმები ტვინზე?

სპეციფიკური ცხიმები ძალიან მნიშვნელოვანია ტვინისთვის, რადგან ის მემბრანის სტრუქტურაში საკვანძო კომპონენტია და ნეირონების სტრუქტურასა და ფუნქციონირებაში უდიდეს როლს ასრულებს.

ჩვენ ვიცით, რომ ტვინის დაახლოებით 60% შედგება ომეგა-3 ცხიმებისგან. თევზში ნაპოვნი ომეგა-3-ის ცხიმის სახეობა მთავარია, რომელიც პასუხს აგებს თვალისა და გონებრივ განვითარებაზე. მისი ძირითადი წყაროა: ზეითუნის ზეთი, თევზი და ა.შ.

როგორ მოქმედებს ვიტამინები და მინერალები ტვინზე?

B ვიტამინი, ვიტამინები C, D, E და მაგნიუმი აუცილებელია ტვინის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის.

კვლევებმა აჩვენა, რომ დიეტა, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, შედგება ხილისა და ბოსტნეულისგან, ასოცირდება დაბერების დროს შემეცნებითი პრობლემების განვითარების უფრო დაბალ რისკთან.

თიამინი და ვიტამინი E განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უჯრედების განვითარებისთვის. ხოლო B6, B12 და C ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვებული სისტემის მუშაობასა და ჩამოყალიბებაში.

მაგნიუმი, რომელიც გვხვდება ავოკადოში, ისპანახში, ყავისფერ ბრინჯსა და კაკალში, ამყარებენ ნერვული სისტემის მდგრადობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნერვები ახერხებს ადაპტირებას და ზიანის თავიდან აცილებას. შედეგად, მისი ხშირი მიღება აუმჯობესებს მეხსიერებას, ხელს უწყობს სტრესისა და დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლას და ენერგიის და განწყობის გამომუშავება-შექმნას.

როგორ მოქმედებს კოფეინი ტვინზე?

ბოლოდროინდელი კვლევით დადგინდა, რომ ყავა აუმჯობესებს განწყობას და გულის მუშაობას და ააქტიურებს ტვინს. მისი გონივრული და ზომიერი მიღება დაგეხმარება უკეთ მუშაობასა და ცხოვრების გახალისებაში.