ჩვენ ბავშვობიდან გვესმის, რომ ბევრი უნდა წავიკითხოთ. მოდი, გავიგოთ, თანამედროვე კვლევებით რამდენადაა დადასტურებული ადამიანზე მხატვრული ლიტერატურის კითხვით გამოწვეული დადებითი შედეგი?

ყოველდღიურად აშშ-ში 1,8 მილიონზე მეტი წიგნი იყიდება, დიდ ბრიტანეთში კი - ნახევარ მილიონზე მეტი. თანამედროვე ცხოვრების მრავალი განსაცვიფრებელი მომენტის მიუხედავად, ადამიანებს კვლავ უყვართ კითხვა.

წიგნები გვასწავლიან ჩვენს გარშემო სამყაროს შემეცნებას, ამრავალფეროვნებენ ჩვენს ლექსიკურ მარაგს და გვასწავლიან მართლწერას.

წიგნების თარო სავსე ფერადი ყდა წიგნებით. კითხვა სასარგებლოა, კარგია

.

მხატვრული ლიტერატურა და მომავალი პერსპექტივა

სხვადასხვა კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც მხატვრულ ლიტერატურას კითხულობენ, ქველმოქმედების მეტ სურვილს იჩენენ და მათში ძალადობის შემთხვევებიც ნაკლებია.

ემოციების გაცვლა-გამოცვლა

ალბათ ხშირად შეგიდარებია თავი მხატვრული პერსონაჟისთვის. შენ აკვირდები, როგორია ის ადამიანი, რომლის შესახებაც კითხულობ. მოცემულ სიტუაციაში წიგნის პერსონაჟის რეაქციას ადარებ საკუთარს და ფიქრობ იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდი მის ადგილას.

სხვა ადამიანის პერსპექტივიდან დანახული

როდესაც ცდილობ სხვისი პერსპექტივიდან იმსჯელო, გიყალიბდება სხვა ადამიანების გაგების უნარი. კანადელი ფსიქოლოგი ქით ოუთლი მხატვრულ ლიტერატურას ,,ჩვენი ცნობიერის მნიშვნელოვან სავარჯიშოს“ უწოდებს. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ადამიანებს რომლებიც რეგულარულად კითხულობენ, შეუძლიათ სოციალური უნარების გაუმჯობესება. როდესაც პერსონაჟებთან იდენტიფიკაციას ახდენ, პარალელურად საკუთარ სურვილებზეც იწყებ ფიქრს.

როგორ მოქმედებს კითხვა თავის ტვინზე?

მაგალითად რომ ავიღოთ, როცა შენ კითხულობ სიტყვას ,,ჩხუბი“, ტვინში იგივე უბნები აქტიურდება, რომლებიც დარტყმაზეა პასუხისმგებელი. ამას ფსიქიური მდგომარეობის მოდელირება ეწოდება. როდესაც ადამიანები კითხულობენ იმის შესახებ, თუ რა აზრები აქვს გმირს თავში, ზუსტად ის ადგილები აქტიურდება, რომლებიც ამ უნარზეა პასუხისმგებელი.

სახეზე აფარებული შავი წიგნი. კითხვა სასარგებლოა.

.

უკეთესი სოციალური უნარები

ფსიქოლოგმა დიანა თამირმა პრინსტონის სოციალური ნევროლოგიის ლაბორატორიის დახმარებით გამოიკვლია, რომ ადამიანებს, რომლებიც ხშირად კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას, საუკეთესო სოციალური კოგნიტური შესაძლებლობები გააჩნიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ უკეთ ესმით, თუ რას ფიქრობენ ან ფიქრობდნენ მასზე სხვები.

თამირმა დაკვირვების შემდეგ დაასაბუთა, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვისას ტვინის აქტივობის ზრდა იმ ადგილებში შეინიშნება, რომლებიც ჩვენში ჩვეულებრივ აღფრთოვანებას იწვევს. მათ, ვინც რომანებს კითხულობს, უკეთესად ესმის სხვისი ემოციები.

გადაშლილი წიგნი მაგიდაზე და ფირცლები. კითხვა კარგია

.

გარდა იმისა, რომ ლიტერატურა წარმოსახვის უნარს აყალიბებს, ეს ყველაფერი არ არის და მას აქვს პრაქტიკული გამოყენებაც:

1. წიგნების კითხვა აუმჯობესებს ლექსიკას

როდესაც კითხულობ სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრებს, ხვდები სიტყვებს, რომლებსაც ჩვეულებრივ არ იყენებ ყოველდღიურ მეტყველებაში. თუ შენთვის სიტყვა უცხოა, საერთოდ არ არის აუცილებელი, მოძებნო ლექსიკონში მისი განმარტება. ზოგჯერ ტერმინის მნიშვნელობა შინაარსის გაგებიდან შეიძლება. კითხვა ხელს უწყობს არა მხოლოდ ლექსიკის სრულყოფას, არამედ აუმჯობესებს შენს საერთო წიგნიერებას.

2. წიგნები და კომუნიკაცია

კითხვის საშუალებით შენი მეტყველების უნარები ხდება უფრო მკაფიო და გასაგები. თუ შენ ხშირად წაიკითხავ, გახდები უფრო საინტერესო მოსაუბრე, რაც განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ არ კითხულობენ.

3. კითხვა სანდოობას გმატებს

წიგნების კითხვა უფრო თავდაჯერებულს გაგხდის. როდესაც საუბარში ამჟღავნებ მაღალი ერუდიციის და კონკრეტული საგნის გარშემო ღრმა ცოდნას, შენ საზოგადოებისთვის უნებლიედ ხდები საინტერესო და სასურველი.

4. კითხვა სტრესს ამცირებს

დღევანდელ სამყაროში სტრესისგან თავის დაღწევა მრავალი ადამიანისთვის მთავარი საზრუნავია. წიგნის ტექსტის სიმდიდრე ათავისუფლებს სხეულს სტრესისგან. წიგნის კითხვა განსაკუთრებით სასარგებლოა ძილის წინ.

5. კითხვა აუმჯობესებს აზროვნებას, აძლიერებს კონცენტრაციის უნარს

კითხვის დროს, კონცენტრირება უნდა მოახდინო ნაწარმოების შინაარსზე, უცხო ობიექტების ყურადღების გარეშე. ეს უნარი ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი სხვა საქმიანობის დროს. ასევე, წიგნების კითხვისას ვითარდება ობიექტურობა და ინფორმაციული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.

და ბოლოს, რომანები საშუალებას გაძლევს, რაც რეალურ ცხოვრებაში არ შეგვიძლია გააკეთო - პერსონაჟების ცხოვრების დაკვირვებით და წარმოიდგინო. წარმოსახვა მნიშვნელოვნად ზრდის რეალურ შანსს, რომ მომავალში შენ მას შეძლებ.

ამრიგად, კვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლოა მხატვრული ნაწარმოების წაკითხვა ნამდვილად აიძულებდეს ადამიანს უკეთესად მოიქცეს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: