ხელების მოვლა განსაკუთრებით ზამთარშია საჭირო, მაშინ როდესაც ტემპერატურა ეცემა და სუსხია. შესაბამისად, კანი შრება და მეტად სჭირდება დაცვა ვიდრე წელიწადის სხვა დროს.
ზამთარში ხელებზე კანის გაუხეშება, ნახეთქები და სიწითლე გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. ზოგჯერ კანი იმდენად იფიტება რომ ნახეთქები ნაწიბურებად ჩნდება, რაც საკმაოდ ხანგრძლივ დისკომფორტს იწვევს როგორც ქალბატონებში ისე მამაკაცებში.

კანის მოვლის წესები

სახლის პირობებში კანის მოსავლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონიანი წყალი.
ძილის წინ ლიმონით განზავებულ თბილ წყალში გააჩერეთ ხელები 15 წუთის განმავლობაში. რამდენიმე პროცედურის შემდეგ იგრძნობთ რომ კანი დარბილდა და ფაფუკი გახდა.
ამის შემდეგ გადაისვით გლიცერინის შემცველი ხელის კრემი, რომელსაც ასევე გააჩნია დამარბილებელი და კანის სტრუქტურის აღმდგენი ეფექტი.

პრობლემური კანის დროს...

რაც შეეხება ნახეთქებს, რომელიც ფრჩხილების გვერდით ჩნდება ხოლმე. ასეთ დროს სასურველია გაიკეთოთ გვირილის აბაზანები ხელებზე, კარგად შეიმშრალოთ და ამის შემდეგ წაისვათ კრემი, რომელიც ქოქოსის რძისგან ან ალოესგან იქნება დამზადებული.
გაითვალისწინეთ:
მანამ სანამ სახლიდან გახვიდოდეთ, ხელზე წაისვით დამცავი კრემი, რათა სუსხსა და სიცივეს მარტივად გაუმკლავდეთ, ზედმეტი პრობლემების გარეშე.
და თუ ხელებზე კანი მაინც გიუხეშდებათ, შეეცადეთ ხელთათმანის გარეშე გარეთ არ გახვიდეთ.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: