დღეს კოსმეტოლოგიური საშუალებებით მკურნალობა ერთ-ერთ მთავარ ხერხს წარმოადგენს, განსაკუთრებით კი სახის კანის ზოგიერთი ტიპის დაზიანების დროს. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეული საშუალებებით სახის კანის დაცვა და მოვლა.
ალბათ არ არსებობს სახის ისეთი პრობლემა, რომელსაც ბალახეული საშუალება ვერ გაუმკლავდება.
მცენარეთა შორის, რომელიც სახის კანის ბუნებრივ სამკურნალო საშუალებად გამოიყენება, ერთ-ერთი საუკეთესოა ალოე. მისი ფოთოლი შეიცავს ეთერზეთებს, ფერმენტებს, ანტრაგლიკოზიდებს, ვიტამინებს, ამინომჟავებს, მინერალებს, პოლისაქარიდებს, ფიტონციდებს, ასევე სალიცილის მჟავას.

ალოე გამოიყენება ისეთი პრობლემების დროს როგორიცაა: აკნე, სებორეა და ა.შ.

მათი გამომწვევი ჩხირი სტაფილოკოკია, და სწორედ მას ებრძვის წარმატებით ალოეს წვენი.

ალოე გამოიყენება სახის კანის დასატენიანებლად, მისი მომზადების წესი კი ასეთია:

ალოეს წვენი, თაფლი, გლიცერინი და შვრიის ფქვილი შეურიეთ სუფთა წყალში, ათქვიფეთ (ბლენდერით) და გააჩერეთ 15 წუთი. წაისვით სქლად მშრალ, სუფთა სახეზე. გაიჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. ნიღბის გაკეთება დღეგამოშვებითაა შესაძლებელი.

ასევე ალოე გამოიყენება ნაოჭების საწინააღმდეგოდ და საკმაოდ კარგი შედეგი აქვს:

აურიეთ ერთი სადილის კოვზი ალოეს წვენი 2 სუფრის კოვზ თაფლში. წაისვით სქელ ფენად სუფთა და მშრალ სახეზე და გაიჩერეთ 40 წუთის განმავლობაში. ნიღაბი ასწორებს ნაოჭებს და კანს, ღრმად ატენიანებს მას.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: