ისეთი უარყოფითი ფაქტორები, როგორიცაა დაბინძურებული ჰაერი ან სტრესული სიტუაციები, გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე. ფაქტია, რომ წლების განმავლობაში კანი ბერდება. სტაფილო არის ის, რაც დაგეხმარებათ სუფთა და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ!

სხვადასხვა სახის მცენარეულ პროდუქტს კოსმეტოლოგიური დანიშნულებით საუკუნეების წინ იყენებდნენ. ბუნებრივი, ჯანსაღი პროდუქტი კანს განსაკუთრებულად უხდება, ახალისებს, კვებავს და ავსებს მას სიჯანსაღით. სწორედ ასეთი ტიპის საშუალებებს მიეკუთვნება სტაფილო, რომელსაც გააჩნია ქსოვილის აღმდგენი, ნაოჭების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი მოქმედება.

რატომ არის სასარგებლო სტაფილო სახის კანისთვის ?

სტაფილო სასარგებლო ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების წყაროა:

A (ბეტა-კაროტინი), E, C, B1, B5, B2, B6, B7, B3, PP ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, კაროტინი - კანს ელასტიურს ხდის, ზრდის რეგენერაციის პროცესს;

E ვიტამინი - ამცირებს დაბერების სიჩქარეს;

C ვიტამინი - ანტიოქსიდანტი, მავნე ტოქსიკური პროცესების საწინააღმდეგოდ;

B ჯგუფის ვიტამინები - ჯანმრთელი კანისთვის;

PP - კანის იერის გასაუმჯობესებლად.
სტაფილო საუკეთესოა მათთვის, ვისაც ფერმკრთალი კანი აქვს და სურს მას მსუბუქი რუჯის შეფერილობა მისცეს. ერთი თვის განმავლობაში კვირაში 2-3 ჯერ გამოიყენეთ სტაფილოს ნიღაბი და დაიტოვეთ 20-30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
კანის დასატენიანებლად და მის გასაჯანსაღებლად გაიწმინდეთ კანი სტაფილოს წვენით კვირაში 2-ჯერ.
პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ სტაფილოსა და ლიმონის წვენი, ის ასევე საუკეთესოდ აშორებს ჭორფლებს და ეხმარება კანს ბუნებრივად ჯანსაღი ფერის შენარჩუნებაში.
კანის გასახალისებლად საუკეთესო საშუალებაა სტაფილოს ნიღაბი, რომელიც სახეზე 20 წუთის განმავლობაში უნდა გაიჩეროთ.
ნაოჭების გაჩენას ხელს უშლის გახეხილი სტაფილოს წვენში შერეული 1 ს/კ რძე.
გამოიყენეთ ბუნებრივად ჯანსაღი პროდუქტი, რომელსაც არანაკლები სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ძვირადღირებულ კოსმეტიკურ, კანის მოვლისთვის განკუთვნილ საშუალებებს.