ყველა დედას სურს მისი პატარა დამოუკიდებელი და გაბედული იყოს, თუმცა აღზრდის პროცესში ბავშვთან ერთად მრავალ დაბრკოლებას აწყდება. ხშირად არ გაქვს პასუხი, როგორ მოიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში. უამრავი შეკითხვა გებადება. რა ჯობია, ხელი შეუწყო ბავშვის დამოუკიდებლობას და ბოლომდე დაეხმარო ამაში, თუ პირიქით, გარკვეულწილად შეზღუდო, რათა ბავშვმა იცოდეს რომ არსებობს გარკვეული წესები, რომელიც უნდა დაიცვას.

ბავშვი, რომელსაც ეშინია დედასთან განშორება, მუდამ ეჭვიანობს. პატარას აინტერესებს, დედასაც ასევე ემძიმება თუ არა მასთან დაშორება. თუ დედას სადმე წასვლა უნდა და ვერ გადაუწყვეტია, ყოყმანობს, თუ დედა ბავშვის პირველივე წამოყვირებაზე მასთან ჩნდება, დედის წუხილი და შფოთიანობა კიდევ უფრო აძლიერებს ბავშვის შიშს: ის ფიქრობს, რომ დედასთან განშორება მართლაც საშიში ყოფილა.
დედამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ბავშვს, როდესაც იცის, რომ ის შეშინებულია. ისე მოიქეცი, როგორც ბავშვის ავადმყოფობის დროს მოიქცეოდი, მაგრამ, ამავე, დროს დედა მხიარული და თავის თავში დარწმნუნებული უნდა იყოს. საჭიროა დაარწმუნო ბავშვი, რომ შიშისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობს.
წაახალისეთ ბავშვის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა!
დედამ უნდა წაახალისოს ბავშვის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა, როდესაც ის მორალურად უკვე მზად იქნება ამისთვის, შეაქოს ხოლმე, როდესაც ბავშვი პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს. დედის ასეთი საქციელი შიშის დაძლევის ყველაზე უებარი საშუალებაა.
გადაჭარბებული ყურადღება ბავშვს დამოუკიდებლობის სურვილს უკარგავს, ეს კი სამომავლოდ თავის მხრივ პანიკურ შიშს და ძილის პრობლემებს იწვევს.
ჩვეულებრივ, ზედმეტად ყურადღებიანი არიან ის თავგანწირული გულჩვილი მშობლები, რომლებიც ადვილად ემორჩილებიან დანაშაულის გრძნობას, თუნდაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდეთ, მაგრამ ყველაზე მეტი ზიანი, უმეტეს შემთხვევაში იმას მოაქვს, რომ მშობლებს არ სურთ დაფარონ ბრაზი და გაღიზიანება პატარას მიმართ.
კარგი იქნება თუ ბავშვის მიმართ გულახდილი იქნები და ეტყვი, რომ მასზე გაბრაზებული ხარ კონკრეტული საქციელის გამო, თუმცა აქაც ტაქტია საჭირო რომ ზედმეტი არ მოგივიდეს.
იმისთვის რომ ბავშვს თვითრწმენა და დამოუკიდებლობის სურვილი სწორად განუვითარდეს, არ უნდა აიძულო რაიმე თქვენი სურვილის შესაბამისად გააკეთოს, რადგან ამ ყველაფერს თავადვე მოისურვებს, როგორც კი გამბედაობა მოემატება. მაგრამ მეორეს მხრივ, თუ პატარამ ბაღში სიარული დაიწყო, მაშინ უმჯობესია ძალა დაატანო და მაინც გააგზავნო, თუნდაც მას ამის სურვილი არ ჰქონდეს. თუმცა თუკი მას ბაღის ხსენებაც კი აშინებს, მაშინ მას უნდა დაუთმო.
სასკოლო ასაკის ბავშვები, რომელთაც გადაჭარბებული ემოციები აქვთ, ადრე თუ გვიან უნდა დაუბრუნდნენ სკოლას. სახვალიოდ გადადება ზიანის მეტს არაფერს მოიტანს. იმ შემთხვევაში როდესაც ბავშვს ეშინია მშობლებთან განშორების, აუცილებელია ჩაუღრმავდე, ასრულებს თუ არა აქ რაიმე როლს შენი გადამეტებული მზრუნველობა და თუ ეს ასეა, როგორმე მოერიე შენს თავს.

დაიმახსოვრე ცნობილი გამოთქმა: ზედმეტი ზრუნვა ძალადობაა!

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: