შემოდგომაზე ამინდი მკვეთრად იცვლება, მზიან და თბილ დღეებს მოღრუბლული და გრილი დღეები ენაცვლება, იმატებს ემოცია და შენთვის ყველაზე საყვარელმა საქმემაც კი შესაძლოა ჩვეული სიხარული აღარ მოგიტანოს.

აქ მოცემულია რამდენიმე გზა, უკვე კარგად ნაცადი, რომელიც სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარება.

რა არის სტრესი? პირველ რიგში, ეს ტერმინი უნდა გაიგო და გაიაზრო. სტრესი არის რეაქცია, რომელიც არღვევს უწინდელ კომფორტს. სტრესი ახდენს ორგანიზმის მობილიზებას და ქმნის ცრუ განგაშს გარე საფრთხეებისგან დასაცავად. შედეგად, სუსტდება იმუნიტეტი, ხდება ემოციური და ფიზიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.

სტრესისგან დაცვის რეჟიმის ჩართვა

ისინი, ვინც იოგასა და ალტერნატიულ მედიცინაში ვარჯიშობენ, აუცილებლად ისარგებლებენ მედიტაციით: საყოველთაოდ გავრცელებული რწმენის საწინააღმდეგოდ, მას არ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა, მანტრას კითხვა ან ლოტოსის პოზიციაში ყოფნა. ეს ყველაფერი მხოლოდ დამხმარე სახელმძღვანელოდ შეგიძლია გამოიყენო.

შენ დაგჭირდება მშვიდი ადგილი, სადაც კონცენტრირებას სუნთქვაზე და საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და მოსმენაზე მოახდენ.

დღეში 5-10 წუთი საკმარისი იქნება იმისთვის რომ დაიწყო ვარჯიში და ამისთვის შეგიძლია დამხამრედ შენს ტელეფონში სპეციალური პროგრამები გამოიყენო, რომელიც ასისტენტის ფუნქციას გაგიწევენ. ამისთვის უამრავი ვიდეო-გაკვეთილი არსებობს. მედიტაცია ამცირებს შფოთვას, ეხმარება მოდუნებას, აუმჯობესებს კონცენტრაციას და ქმნის კეთილდღეობას.

ცხელი ქვის მასაჟი

ასეთი მასაჟი ამცირებს შფოთის დონეს, გამორიცხავს კუნთების სპაზმს და ავითარებს მობილურობას, ხსნის ტკივილებს, მათ შორის თავის ტკივილებს, ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება სხეულს უკეთესად აიტანოს ცუდი ამინდი და გაციება.

ფიზიკური დატვირთვა ნებისმიერი ფორმით ასევე კარგია დეპრესიის შესასუსტებლად და მასთან საბრძოლველად. სუფთა ჰაერზე სიარული და სირბილი, ცეკვა, დაჭიმვა და ნებისმიერი სხვა ვარჯიში, რომელიც სიცოცხლისუნარიანობის გრძნობას დაგიბრუნებს, რა თქმა უნდა კარგია.

მოგზაურობა ან დეკორაციის შეცვლა

შენ არ გჭირდება თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ. თუნდაც მოკლე გასვლა ქალაქგარეთ დადებით გავლენას მოახდენს შენზე. სხვათა შორის, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოგზაურობის დაგეგმვა და მისი ლოდინი უკვე სასიამოვნოა და ამცირებს სტრესს.

და ბოლოს, სტრესის დროს ორგანიზმი ტკბილ საკვებს გთხოვს - ეს სრულიად ბუნებრივი სურვილია, მაგრამ უმჯობესია ტკბილეული და ნამცხვრები ჩირით და ხილით, მუქი შოკოლადით ჩაანაცვლო (ეს კარგად აშორებს კორტიზოლს და კატექოლამინებს, რომლებიც სტრესის გამომწვევ ჰორმონებად ითვლება). ასევე სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარება მცენარეული ან მწვანე ჩაი შაქრის გარეშე, ჯანჯაფილი, ორეგანო, გვირილა, პიტნა და ჟასმინი, რომლებიც ცნობილია მკვეთრად გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტით.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: