გონება - პირველი საწყისია ადამიანში. სწორედ მისი ინდივიდუალობა აქცევს მას განუმეორებელად. თითოეულმა ადამიანმა უნდა დაარწმუნოს საკუთარი თავი და განავითაროს დადებითი განწყობა. უარყოფითი და დამანგრეველი აზრების მრავალი ფორმა არსებობს, რომელიც სხეულის ყოველ უჯრედზე ახდენს ზემოქმედებას. მათ შორის ყველაზე ძლიერია შიშის გრძნობა და მისგან წარმოქმნილი განცდა მოუსვენრობისა, რომელიც შერწყმულია დეპრესიასთან, შეშფოთებასთან, ცუდ წინათგრძნობასთან, შურთან, უნებისყოფობასთან, ეჭვიანობასთან, სიძუნწე-სიხარბესთან, მრისხანებასთან, მტრულ განწყობასთან, ბუტიაობასთან და საკუთარი თავისადმი სიბრალულთან. ყოველივე ეს სხეულისა და ტვინის გადაქცევას იწვევს, გაკარგვინებთ ენერგიას, განერვიულებთ. ასეთ დროს ადამიანი თანდათანობით იფიტება. ხდება უხალისო და ემოციური.
შიში და შეშფოთება სხვა უარყოფით აზრებთან ერთად აზროვნების ქაოსს იწვევს. სწორი აზროვნებისათვის სრულიად აუცილებელია ტვინის აბსოლუტური სისუფთავე, რომელიც სწორი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. დაძაბულ ტვინს მხოლოდ უაზრო გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია!

რას წარმოადგენს დადებითი მენტალური ძალა?

ეს სწორედ ის გახლავთ, რამაც დამანგრეველი ძალებისაგან განსხვავებით სიმშვიდე, გონიერება და შინაგანი სილაღე უნდა მოგანიჭოთ.
მხოლოდ მაშინ, როცა სხეული და გონება ჰარომინიაშია, შეიძლება მიაღწიოთ სულიერ წონასწორობას. არასოდეს დაივიწყოთ, რომ ადამიანში სულიერი წონასწორობა პირველ ადგილზეა, მენტალური- მეორეზე, ფიზიკური- მესამეზე და როცა სამივე ჰარმონიულ მთლიანობაშია, მხოლოდ მაშინ შეიძლება იპოვოთ ჯანსაღი სულიერი ცხოვრება.

იმისათვის რომ გონებამ სხეულათან ერთად გამართულად იმუშაოს:
კვების, ვარჯიშის, ძილის დრო სწორად და ეფექტურად დაგეგმეთ. დაუთმეთ დრო სასარგებლო საქმეს, რომელსაც ჰობად აქცევთ, მეტად იყავით საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული, გაეცით პოზიტიური ენერგია, რათა მიიღოთ ანალოგიურად. ხშირად გაიღიმეთ! ეს თქვენ ცხოვრებას აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის!

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: