მალე აცივდება და ახალგაზრდა მშობლებს ახალი ამოცანა ელის: თუ რა ჩააცვან სუსხიან ამინდში ბავშვს გარეთ. შემოდგომაზე ეს კითხვა ძალიან აქტუალურია, რადგან ამინდი ხშირად იცვლება: ერთ დღეს ბავშვს ზედმეტი სითბო აწუხებს, მეორე დღეს კი სცივა. შემოდგომაზე ტანსაცმლის არჩევისას მთავარია ბალანსის დაცვა ნივთებს შორის, იმისთვის რომ ბავშვს ზედმეტად სიცხემ ან პირიქით, სიცივემ არ შეაწუხოს.

ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობა ხელს უწყობს ორგანიზმს გამოიმუშავოს სიცივესთან და სითბოსთან შეგუების უნარი.
თბილი ჰაერი ცივ ჰაერზე მშრალია. ამიტომ, როდესაც ასეთი ჰაერი ცენტრალური გათბობით თბება, და მით უმეტეს მაშინ, თუ ტემპერატურა ოთახში 22 გრადუსს აღემატება, სიმშრალე მატულობს. მშრალი, ცხელი ჰაერი აშრობს ცხვირში ტენს და ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ანთების ჩამოყალიბებას.
ბავშვი ამის გამო ძალიან წუხს და, როგორც ჩანს, მის ორგანიზმს საერთოდ უსუსტდება ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი.
ყოველი ბავშვი დღეში 2-3 საათის მანძილზე უნდა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე.
გამოუცდელი დედა ზოგჯერ ზედმეტ მზრუნველობას იჩენს და ცდილობს აარიდოს ბავშვი გაცივებას იმით, რომ შეფუთნული ყავდეს, აქ კი მშობლის ყველაზე დიდი შეცდომა ის არის რომ მას ზედმეტად თბილად აცვია და მეტიც - სახეს კაშნე უფარავს, რაც ბაქტერიების გამრავლებას და ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარს საგრძნობლად აქვეითებს.
რა ჩავაცვათ პატარას ცივ და სუსხიან ამინდში?

სანამ ბავშვის გარეთ, ჰაერზე გაყვანას გადაწყვეტ, ცხადია ძნელია კონკრეტულ ტანსაცმელზე მარტივად გააკეთო არჩევანი. შესაძლოა მშობელმა რამდენჯერმე ჩააცვას და გახადოს ტანსაცმელი ბავშვს, მანამ სანამ სასურველს აარჩევს.
რა თქმა უნდა, არ არსებობს კონკრეტული რეცეპტი იმისათვის თუ რა ჩააცვა პატარას, თუმცა არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც დიდი შანსია თავიდან აიცილო ორგანიზმის გადახურებით გამოწვეული შემდგომი საფრთხეები.
შეეცადე ზედმეტად არ ,,ჩაფუთნო“ ის, მიეცი მის ორგანიზმს საშუალება საკუთარი ტემპერატურით შეინარჩუნოს სითბო და არ გადახურდეს.