ექსპერტების გათვლებით, ჩინელი ტურისტები მიმდინარე წელს 80 მილიონ ტურისტულ ვიზიტს განახორციელებენ. ჩინელი მოგზაურების ასეთი რაოდენობა მით უფრო გასაკვირია, რომ სულ რაღაც 20 წლის წინ საზღვარგარეთ გასვლა მათთვის ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

როგორია ჩინელი ტურისტი.

ჩინელი ტურისტების ხმა შორიდანაც ისმის. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩინურ კულტურაში ხმამაღლა ლაპარაკი დასაშვებია. რაც შეეხება ჩინელების რაოდენობას ტურისტულ ადგილებში (ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი ადგილობრივებზე მეტნი არიან), ამის მიზეზი სუფთა ეკონომიურია. ჩინელები უპირატესობას ჯგუფურ ტურებს ანიჭებენ, რადგან ინდივიდუალური ვიზის მიღება უფრო რთული და ძვირია. ამას ემატება ენობრივი და კულტურული ბარიერი. ჯგუფთან ერთად მათი დაძლევა უფრო იოლია.

ჩინელის დევიზი დასვენების დროს - ნახო ყველაფერი და კიდევ ცოტა მეტი. ჩინელი ტურისტისთვის ყველაზე დიდი უბედურებაა, როდესაც ფოტოაპარატში აკუმულატორია დამჯდარი. უბრალოდ სეირნობას ჩინელი მოგზაურები უაზრობად თვლიან. ისინი ძალიან განიცდიან, თუ მოგზაურობის დროს ვერ მოასწრეს რამის გადაღება.

ჩინელ ტურისტებს უყვართ ფულის ხარჯვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს თვისება მათში საოცრად არის გაერთიანებული ასკეტიზმთან. მათ შეუძლიათ მშვიდად დახარჯონ დიდი თანხა ნამდვილ ბრენდულ ნივთებზე, მაგრამ ავავე დროს, დაბინავებულები იქნებიან ქალაქის გარეუბანში მდებარე ყველაზე ბიუჯეტიან სასტუმროში.

ითვლება, რომ ჩინელი ტურისტები ფინანსურად უზრუნველყოფილები არიან. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ჩინელი მოგზაურების 23%-ის შემოსავალი თვეში 800 დოლარს არ აღემატება, ტურისტების 11%-ს კი სტუდენტი შეადგენენ. თუმცა ისინი ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველი ტურისტები არიან.

ჩინელ ტურისტებს იშვიათად შეხვდებით ბარებში და რესტორნებში, რადგან ადგილობრივ სამზარეულოს ისინი ჩინურ კერძებს ამჯობინებენ.

ყველაზე საყვარელი მიმართულებებია: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, ევროპა და აშშ. საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოში ტურისტული კამპანიის #SpendYourSummerinGeorgia

ფარგლებში, ჩინურ ტურისტულ ბაზარზე გასვლა უფრო აქტუალური გახდა.

საქართველოში ჩინელი ტურისტების მოზიდვასა და მათთვის სპეციალური და უნიკალური ტურების შეთავაზებას ახორციელებს ტურისტული კომპანია Epic Georgia. კომპანიის გენერალური დირექტორი ნინო ხეჩანოვა ჩინელი ტურისტების ინტერესებსა და მათ ინდივიდუალურობაზე საუბრობს.

ნინო ხეჩანოვა I Epic Georgia-ს დირექტორი

ნინო ხეჩანოვა I Epic Georgia-ს დირექტორი 4U მულტიმედია ჯგუფი

"საქართველოში ჩინელ ტურისტებს ყველაზე მეტად გამორჩეული და უნიკალური ადგილები აინტერესებთ. აინტერესებთ ჩინეთ-საქართველოს ისტორიული და თანამედროვე გადაკვეთის წერტილები. ძალიან უყვართ საყიდლები და ქართული ხელნაკეთი ნივთები. რაც შეეხება რაოდენობას, გასულ წელს საქართველოში ჩინეთიდან 300 000 ჩინელი ჩამოვიდა. თუმცა, ვფიქრობ ეს არ არის კარგი რიცხვი, რადგან მსოფლიოს მასშტაბით, ჩინელებმა განახორციელეს 140 მილიონი ტურისტული ვიზიტი და საერთო ჯამში დახარჯეს 277.3 მილიარდი დოლარი. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ძალიან მნიშნელოვანია ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის გაზრდა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და იმედს გამოვთქვამთ რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი დაინტერესდება საქართველოში მოგზაურობით. ამ მიზნით, ჩვენ ვქმნით უნიკალურ მომსახურებას, ჩინელი ტურისტების სპეციფიკიდან გამომდინარე. ბევრი ნიუანსია, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული მათი ინტერესებისა და კულტურული განსხვავებულობიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანია ტურისტული დანაკლისის შევსება ჩინელი ტურისტებით" - აღნიშნავს ნინო ხეჩანოვა.

Epic Georgia

Epic Georgia

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: