რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა. პროექტის მიზანია: ლიკანის ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ტურისტული ლოკაციის შექმნა.

„საპარტნიორო ფონდის“, „ლიკანის რეზიდენციის“, „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა“ და დარგის სპეციალისტების მიერ შემუშავებული კონცეფციის პრეზენტაცია ლიკანის კომპლექსში შედგა.

პროექტის მიხედვით ისტორიული კომპლექსი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და პირველად მისი არსებობის ისტორიაში მისი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მნახველს ექნება. 12 ოქტომბერს რომანოვების სასახლის კარი მედიის წარმომადგენლებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის გაიღო.

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით : "ახალი კონცეფციის მიხედვით, რომანოვების სასახლე ავთენტურობის დაცვით აღდგება. ახალი ტურისტული ლოკაცია სერიოზულ შემოსავალს მოუტანს რეგიონს, ადგილობრივებმა კი ეს უნიკალური შანსი სწორად უნდა გამოიყენონ“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ლიკანის რეზიდენციისა და რომანოვების ისტორიული კომპლექსის პროექტის პრეზენტაციაზე."