ადამიანის განვითარებას, უძველესი დროიდან მოყოლებული, მცენარეულ სამყაროს მიაწერენ, რომელიც მას აძლევდა ყველაფერს რაც მას სჭირდებოდა: საკვებს, ტანსაცმელს, საწვავს, ავეჯს, ჭურჭელს, წამლებს და ა.შ.

ადამიანები თითოეულ მცენარეს წლების მანძილზე კარგად აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ და ისე იყენებდნენ. ასეთ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება გვირილა, რომლის სამკურნალოდ გამოყენებას მრავალწლიანი ისტორია აქვს. ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, ტკივილის შემამსუბუქებელი თვისებების წყალობით ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მცენარის სტატუსს საუკუნეების მნძილზე იმსახურებს.

ანთებითი პროცესები, გაღიზიანებადობა, ემოციური გადაძაბვა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, გინეკოლოგიური დაავადებები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელთაც გვირილის მეშვეობით მკურნალობენ.

ახლა კი უფრო დეტალურად იმ დაავადებების შესახებ, რომელთა მკურანლობასაც გვირილის მეშვეობით შეძლებ:

მწვავე და ქრონიკული გასტრიტის, კუჭ-ნაწლავის წყლულის, ასევე ღვიძლისა და ნაღვლის სადინარების მკურნალობას
მეტეორიზმის, კუჭ-ნაწლავის ანთებითი პროცესების, ფაღარათის დროს, გვირილის ნაყენი დაგეხმარებათ.
რევმატოიდული ართრიტი და მასთან დაკავშირებული პრობლემების დროს გამოიყენეთ გვირილის აბაზანები.
ბუასილის დროს გვირილა ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. მისი მეშვეობით შეამცირებთ ტკივილის შეგრძნებას და მისგან გამოწვეულ დისკომფორტს.
სტომატიტის, გინგივიტის, სხვადასხვა სახის პირის ღრუს ანთების დროს, მარტივად შეძლებთ გვირილის ნაყენის მეშვეობით მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ნერვული პრობლემების, უძილობის, შფოთვითი აშლილობის დროს, გვირილის ჩაი ერთ-ერთი საუკეთესოა.
თმის ცვენის, კანის სხვადსხავა პრობლემების დროს, გამოიყენეთ გვირილის ნაყენი და ნახავთ, თუ როგორი შედეგი შეგიძლიათ მოგცეთ ერთი შეხედვით უბრალო მცენარემ.

გვირილის ნაყენი საუკეთესოა პატარებისთვის, მუცლის შებერილობის, კანის სხვადასხვა პრობლემების დროს, (აბაზანა, კანის გაწმენდა გამონაყარის შემთხვევაში). მკაცრად დაიცავით ზომები პატარებთან, მიუხედავად იმისა რომ გვირილა უწყინარი მცენარეა, დოზები უნდა აკონტროლოთ.

გვირილის აბაზანები

ძალზე ეფექტურია გვირილის აბაზანები კანის დაავადებების, კრუნჩხვების, უძილობის, შფოთვის, ფეხების შესიების დროს. აბაზანისთვის უნდა გამოიყენოთ მცენარე მთლიანად, ფესვების ჩათვლით. 500 გრამს დაასხით 2 ლიტრი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ამ მდგომარეობაში, ძალიან დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და დაუმატეთ აბაზანაში წყალს. თითო აბაზანის ხანგრძლივობაა 30 წუთი, კურსი – ორი კვირა, დღეგამოშვებით.

გვირილა კოსმეტოლოგიაში

გვირილას აქტიურად იყენებენ კოსმეტიკაში. ის შედის ლოსიონების, კრემების, შამპუნების შემადგენლობაში. სახლის პირობებში გვირილის ნაყენი და ნახარში გამოიყენება კანის სიმშრალის საწინააღმდეგოდ, ანთებითი პროცესების შესამცირებლად, თმის სიმაგრისა და მისთვის ბრწყინვალების მიცემისთვის, ქერტლის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, გვირილასთან ერთად შეგიძლია გამოიყენო სხვა მცენარეებიც, მაგალითად, მუხის ქერქი, ლიმონის წვენი, თაფლი, ქრისტესისხლა, მცენარეული ზეთი, კვერცხის გული და სხვა (შეარჩიეთ იმის მიხედვით, თუ რა ეფექტის მიღება გსურს).