ცხელი და მზიანი დღეები ზაფხულთან ერთად სრულდება და იწყება შემოდგომა, წვიმიანი დღეებით, ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებით და გრილი დღეებით.

გარდამავალ სეზონს თან ახლავს იმუნიტეტის დაქვეითება, რომელიც ორგანიზმში არსებული პრობლემების გამწვავებას იწვევს.

არსებობს გავრცელებული დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა გამწვავების საფრთხე შემოდგომასა და გაზაფხულზე ყველაზე მეტადაა შესაძლებელი.

რა უნდა იცოდე იმისთვის რომ მარტივად დააღწიო თავი დაავადებებს?

ცისტიტი

უროლოგებმა იციან რომ მათი კაბინეტის წინ რიგები შემოდგომაზე იზრდება, მიზეზი კი ცისტიტის სეზონური გამწვავებაა, რომელიც ქალებში საკმაოდ ხშირია იმ მიზეზით, რომ მათ მოკლე ურეთრა აქვთ. სწორედ ამიტომ ბაქტერიები ადვილად აღწევენ საშარდე ბუშტში და იწვევენ არასასიამოვნო შეგრძნებებს. სამწუხაროდ, ცისტიტი ხშირად ქრონიკული ხდება.

უროლოგები დაავადების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად არასოწორად ჩაცმის ჩვევას ასახელებენ. მათი აზრით ცივ ამინდში, ქალების უმრავლესობას თხელი ბლუზები, პიჯაკები და დაბალწელიანი შარვლები აცვია, რაც არასწორია. მსგავსი ჩაცმის ჩვევა სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეულის შუა ნაწილი თბილად იყოს.

ასევე უნდა იზრუნო თბილ ფეხსაცმველზე, რადგან ფეხების ჰიპოთერმია მნიშვნელოვნად ამცირებს იმუნიტეტს, რაც ცისტიტის გამწვავებას იწვევს.

თუ ცისტიტი განმეორდა, მიმართეთ ექიმს, რადგან დაავადების ქრონიკული ფორმის თავიდან ასაცილებლად მედიკამენტური თერაპიის ჩატარებაა საჭირო.

ართროზი და ართრიტი

გამწვავების მიზეზი ხშირად იგივე ჰიპოთერმიაა. ართრიტის დროს ის ასუსტებს იმუნურ სისტემას და ამ ფონზე აქტიურდება სახსრების ანთება. სიცივის გამო, სასახსრე ხრტილში სისხლის მიწოდება უარესდება და ეს აჩქარებს პრობლემის გამწვავებას. ამიტომ, რევმატოლოგის რჩევაა - თბილად გეცვას!

დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია, ამიტომ, რჩება მხოლოდ სპეციალური ვარჯიშების შესრულება, რაც ხელს უწყობს სახსრების ადაპტირებას ახალ პირობებში. შეგიძლიათ გაიაროთ ფიზიოთერაპიის პროფილაქტიკური კურსი.

რაციონში შეიტანეთ მეტი თევზი, რომელიც შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, და გოგირდით მდიდარი საკვები (როგორიცაა ქათამი, კვერცხი, პარკოსნები, კომბოსტო, ბოლოკი). ისინი აუცილებელია ბუნებრივი გზით სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის აღსადგენად.

ბრონქიტი: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გაძლიერება. შემოდგომა სასურველი დროა იმისათვის რომ მულტივიტამინური კომპლექსი მიიღო.

მოერიდე ხალხმრავლობას. თუ ეს შეუძლებელია, ატარე სამედიცინო ნიღაბი. უბრალოდ გახსოვდეს: ის ეფექტურია მხოლოდ ორი საათის განმავლობაში, ამის შემდეგ საჭიროა მისი შეცვლა.

ხშირად დაიბანე ხელები, რადგან ვირუსებს დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ არსებობა. ასევე სასარგებლოა ცხვირის გამორეცხვა მარილიანი წყლით და სოდით. ეს არა მხოლოდ ხელს შეუწყობს მავნე მიკროორგანიზმების მოცილებას, არამედ უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსის ტენიანობას.

ასევე გაითვალისწინეთ რომ მშრალი ჰაერი იწვევს ბრონქების გაღიზიანებას, ამიტომ სასურველია სახლში გქონდეთ სპეციალური დამატენიანებელი.

ყველა ეს წესი მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ადამიანებისთვის.

ვისაც ქრონიკული ბრონქიტი აქვს, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს და გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია რაც უკვე გაგიზიარეთ.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: