ბროწეულისა და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ალბათ ბევრი გსმენიათ. ეს ჯადოსნური მცენარე ისეთი დაავადებებისგან გიცავთ, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, იმუნური სისტემის პრობლემები, ოსტეოართრიტი, ოსტეოპოროზი.

ის ასევე გიცავთ ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს და პროსტატის კიბოს განვითარებისგან.

მიღების წესი:

ზრდასრულებში ბროწეულის წვენის მიღება დასაშვებია დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში.

ბროწეულის წვენი პატარებისთვის

ბროწეული საუკეთესო საშულებას წარმოადგენს პატარებისთვის. მისი მიღება აუმჯობესებს მადას, იცავს კუჭ-ნაწლავს მეტეორიზმისგან და ყაბზობისგან, დამამშვიდებლად მოქმედებს პატარას ნერვულ სისტემაზე, მაღლა სწევს გემოგლობინს.
ის ასევე საუკეთესოდ მოქმედებს კანზე და ნებისმიერ ალერგიულ გამონაყარზე.

მიღების წესი:

პედიატრის რეკომენდაციით, მისი მიღება შესაძლებელია 3 წლის ასაკიდან. უმჯობესია თუ პატარას მის წვენს დამტკბარი სახით მისცემთ.