მრავალი დაავადების მიზეზი ცხიმების, ტკბილეულისა და ხორცის ჭარბი რაოდენობით გამოყენებაა, რის შედეგადაც ორგანიზმში გროვდება სხვადასხვა სახის შხამები, ტოქსინები და წიდები. კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა კი ამ მავნე ნივთიერებების გამოდევნაა ორგანიზმიდან.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ორგანიზმისთვის მაინც სისხლის დაბინძურება წარმოადგენს. სისხლის გაწმენდა თითოეულ თქვენთაგანს თავადვე შეუძლია. თუკი ამის სურვილი და მოთმინება გექნებათ, არსებობს რამდენიმე გამოცდილი რეცეპტი, რომელსაც საკმაოდ მაღალი ეფექტი აქვს.
როგორ გავიწმინდოთ სისხლი მცენარეების მეშვეობით.
1. აიღეთ 2 ჩ/ჭ ნატურალური თაფლი, 1 ჩ/ჭ კამის დანაყილი თესლი, 2 ს/კ კატაბალახას (ვალერიანის) დაფქული ფესვები. დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი და ერთი დღე-ღამე გააჩერეთ თერმოსში. გაწურეთ და მიიღეთ 1ს/კ ნაყენი ჭამამდე 20 წუთით ადრე. ერთი თვის განმავლობაში.
2. 1 ჩ/ჭ დაქუცმაცებული ჭინჭარი ჩაყარეთ მინის ჭურჭელში, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავი და 45 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი ჭამამდე 30 წუთით ადრე, ერთი თვის განმავლობაში.
აღნიშნული ნაყენი არა მარტო წმენდს სისხლს, არამედ ნივთიერებათა ცვლასაც აღადგენს.
მეცნიერთა აზრით სისხლის გამწმენდ უებარ საშუალებადაა მიჩნეული წითელი პროდუქტები. ესენია: ალუბალი, მაყვალი, ყურძენი, შტოში, ბროწეული, ჭარხალი. განსაკუთრებით კარგია შტოშის წვენი.
შემდეგი რეცეპტი სწორედ შტოშისგან მზადდება:
პირველ კვირას მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ თაფლდამატებული შტოშის წვენი 3-ჯერ დღეში.
მეორე კვირას 0,5 ჩ/ჭ 2-ჯერ დღეში.
მესამე კვირას 0,5 ჩ/ჭ 1-ჯერ დღეში.
რადგანაც შტოშის წვენი უვნებელია, შეგიძლიათ უფრო მეტიც მიიღოთ.