რა უნდა დაამატო შენს დიეტას სხეულში ცხიმების შესამცირებლად? არსებობს მარტივი და ხელმისაწვდომი საკვები, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმების განაწილების პროცესს.

ნუ დაივიწყებ, რომ ჩამოთვლილი პროდუქტების მიღება დასაშვებია ზომიერი რაოდენობით. დაიმახსოვრე, რომ შენი სხეულის ჯანმრთელობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კაბა XS ზომით.

ყავა

ყავა შეიცავს კოფეინს, რაც ხელს უწყობს ცხიმების დაშლას. ბიოტექნოლოგიის ინფორმაციის ეროვნული ცენტრის (NCBI) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, კოფეინს შეუძლია მეტაბოლიზმი 16%-ით გაზარდოს, თუმცა ეფექტი 1-2 საათის განმავლობაში გრძელდება. კვირაში რამდენჯერმე ვარჯიშთან ერთად, ფინჯან ყავას შესამჩნევი ეფექტი ექნება.

საინტერესოა, რომ კოფეინი უფრო ეფექტურია ცხიმების დაწვის მხრივ იმ ადამიანებში, რომელთაც სხეულის შედარებით მცირე წონა აქვთ, რადგან ცხიმის უჯრედები ენერგიად გარდაიქმნება. მაგრამ, მსუქან ადამიანებში, პროცესი ოდნავ ნელა მიმდინარეობს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც აწყდებიან, არის ის, რომ დროთა განმავლობაში, სხეული ეჩვევა კოფეინის დოზებს; დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა ერთი კვირის განმავლობაში ყავაზე უარის თქმაა.

წვანე ჩაი

კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც თითქმის არ შეიცავს კალორიას, მაგრამ ამავე დროს ხელს უწყობს სხეულის ცხიმების წვას, არის მწვანე ჩაი. მწვანე ჩაის ექსტრაქტი ხელს უწყობს ქოლესტერინის მოშორებას და არტერიული წნევის შემცირებას. ჩაი აქტიურად ერევა ლიპიდების შეწოვის პროცესში და ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას.

ფორმალურად, მწვანე ჩაი არ წვავს ცხიმს, მაგრამ ხელს უშლის მის დაგროვებას.

ცილა

ლიპოლიზის გასაზრდელად ყველაზე ბუნებრივი და მარტივი გზა შენს დიეტაში ცილის დამატებაა. დიეტის ასეთი ცვლილების უდავო პლუსი არის სისავსის და კუნთების ზრდის შეგრძნება.

1999 წელს, საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია სიმსუქნის შესახებ. 60 ჭარბი წონის მქონე პაციენტებში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ მაღალი ცილის დიეტა ორჯერ ეფექტურია, ვიდრე ზომიერი ცილის დიეტა. თუ ვერ შეძლებ დიეტაში ცილის რაოდენობის გაზრდას, მაშინ შეგიძლია დალიო ერთი ჭიქა კანაფის ცილა, ლანჩის ან სადილის წინ. ასევე შეგიძლია ცვლილებები შეიტანო საკვებში, შეცვალო ჩვეულებრივი კერძები და დაამატო, მაგალითად, უფრო მეტი კვერცხი - განსაკუთრებით დილის საათებში.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: