რაციონალური კვება არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის ნორმალურ განვითარებას. ის სხვა დანარჩენთან შედარებით პირდაპირ გავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე, ზრდაზე და ჯანმრთელობაზე. სწორი დაბალანსებული კვება, რომელიც აკმაყოფილებს მზარდი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ საჭიროებებს, ზრდის მის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა მავნე ფაქტორების მიმართ.

სასარგებლო წვნიანები ერთ-ერთ მთავარ სასარგებლო საკვებს წარმოადგენს ბავშვთა კვებაში. სასარგებლო თვისებების მრავალფეროვნებით კი გოგრა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკვებს წარმოადგენს ბავშვებისათვის.
მასში შემავალი C, E, B, K ჯგუფის ვიტამინები აძლიერებენ იმუნიტეტს, ხელს უწყობენ ნერვული სისტემის, კანის, თვალების სიჯანსაღეს. მისი მიღება ხელს უწყობს პატარას მშვიდ ძილს, აუმჯობესებს ნაწლავთა გამართულ მუშაობას, აქრობს ანთებით პროცესს ორგანიზმში და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
გოგრით ბავშვისთვის სხვადასხვა სახის საკვები შეიძლება მომზადდეს, ის კარგად ეთვისება სხვადასხვა სახის ბოსტნეულს და ხილს.
გოგრის სუპი თქვენი პატარისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან საკვებ დანამატს წარმოადგენს.
მის მოსამზადებლად საჭიროა:
300 გრ გოგრის რბილობი
1ც სტაფილო
2 ს/კ პურის ფქვილი
½ ჩ/კ კარაქი
1ლ რძე
0,5ლ წყალი
კამა, მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი: ადუღებულ წყალში ჩაყარეთ გოგრა და სტაფილო, დაუმატეთ წყალში წინასწარ კარგად გახსნილი პურის ფქვილი, მოხარშვის შემდეგ დაუმატეთ კარაქი და მარილი. ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში შემდეგ დაასხით რძე ადუღების შემდეგ დაუმატეთ მარილი და წვრილად დაჭრილი კამა.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: