წითელას და წითურას მაჩვენებელის ზრდის მიზეზებზე გადაცემაში „FM პედიატრი“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის სპეციალისტი ეპიდემიოლოგი რუსუდან ჭლიკაძე საუბრობდა.

რა ინფექციების გავრცელების საფრთხეა ამ ეტაპზე საქართველოში?

რუსუდან ჭლიკაძე: დღეისათვის ქვეყანაში საკმაოდ აქტუალური გახდა წითელას გავრცელება. წითელას შემთხვევათა მატება 60 წელიწადში ერთხელაა მოსალოდნელი. წელს ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ ამ კუთხით შემთხვევათა რაოდენობა გაიზრდება.
2018 წლიდან დაფიქსირებულია დაახლოებით 190 შემთხვევა. ძალიან მნიშვნლოვანი რიცხვია წინა წლებთან შედარებით, თუმცა 2013-2014 წელს დაინფიცირებულების დიდი მაჩვენებული იყო, რასაც წელს ნამდვილად ვერ ვიტყვით.

უფრო დეტალურად რომ გვითხრათ წითელას შესახებ და რა ასაკიდანაა ინფექციის საშიშროება?

რუსუდან ჭლიკაძე: წითელა ეს არის ინფექციებიდან ის ერთ-ერთი კატეგორია, რომელიც ადვილად ვრცელდება, რადგან ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. ბოლო წლების დაკვირვებით, მოზრდილ ასაკშიც წამოვიდა ეს პრობლემა, თუმცა ადრე ითვლებოდა რომ ეს მხოლოდ ბავშვთა ინფექცია იყო. განსაკუთრებით ეს პრობლემა მათშია გამოხატული ვისაც შესაბამისი სახის ვაქცინა ამ კუთხით არ აქვს ჩატარებული.

მოდით ვისაუბროთ ვაქცინაზე, რა ასაკიდან უნდა გაკეთდეს ის?

რუსუდან ჭლიკაძე: წითელა ჩართულია აცრების კალენდარში. იცრებიან ბავშვები 12 თვის ასაკში და 5 წლის ასაკში რაც საკმაოდ მყარ იმუნიტეტს განაპირობებს. როდესაც მხოლოდ ერთი დოზით არიან ბავშვები აცრილები ის არ არის ისეთ მაღალი დამცველობის, როგორც ეს მეორე დოზითაა შესაძლებელი.

რა იწვევს დაინფიცირების მაღალ მაჩვენებელს?

რუსუდან ჭლიკაძე: სავარაუდოდ დედებისგან გადაეცემათ ბავშვებს. ეს პრობლემა ძირითადად ვლინდება ისეთ ბავშვებში რომელთა დედებიც სრულყოფილად არ იყვნენ აცრილები.

რაც შეეხება ორსულებს, ამ მხრივ რა მდგომარეობაა?

რუსუდან ჭლიკაძე: თუ ორსულს არ აქვს ჩატარებული წითელას საწინააღდეგო ვაქცინა, მაშინ შესაძლოა დაემართოს წითელას ინფექცია, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ეს ვირუსი ბავშვზე. ამიტომ სანამ დაორსულებას გადაწყვეტთ, გადახედეთ კალენდარს თუ გაქვთ წითელას და წითურას საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული.

რა ხდება ბაღებსა და სკოლებში ინფექციის პირველი ნიშნების გავრცელების თვალსაზრისით?

რუსუდან ჭლიკაძე: ამ ეტაპზე გავრცელდა აჭარაში, კერძოდ ქობულეთში და ბათუმში. როდესაც გამოვლინდება ერთი შემთხვევა მაინც ამის შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში უფლებამოსილი პირი აკეთებს შესაბამის შეტყობინებას. ამის შემდეგ ხდება ეპიდმოკვლევა, რადგან მოხდეს შესწავლა კონტაქტირებული პირების რაც შეიძლება მოკლე ვადაში. ამის შემდეგ უნდა გამოვლიდნენ ის პირები, რომლებიც არ არიან აცრილები რათა მოხდეს მათი დროული აცრა. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს გაზრდილი მაჩვენებელი ავიცილოთ თავიდან.

როგორია ის ძირითადი რეკომენდაციები მშობლებისთვის, რასაც ურჩევდით დაინფიცირებულის მოვლის თვალსაზრისით?

რუსუდან ჭლიკაძე: პირველი კლინიკური ნიშანი იწყება ცხელებით, ახასიათებს გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება ქვემო კიდურებისკენ. შესაძლოა ახდეს თან რინიტი, კონიუქტივიტი და ასევე ხველა. ამ სიმპტომებით უკვე ბავშვი უნდა მიიყვანოთ პედიტრთან. ასევე შესაძლებელია ლაბორატორიული ტესტირების ჩატარება, რათა დადასტურდეს ეჭვი წითელას შემთხვევაში.

მინდა ისევ ვაქცინაზე გკითხოთ, აქვს თუ არა მნიშვნელობა ბავშვის ალერგიულობას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს.

რუსუდან ჭლიკაძე: პირადი ექიმი გადაწყვეტს ამას. ზოგადად ვაქცინით მიღებული შედეგები ბევრად ეღამატება იმ რისკებს რაც შესაძლოა ვაქცინას ახლდეს.

რამდენად დიდი ზიანი მოაქვს თვითმკურნალობას ამ დროს?

რუსუდან ჭლიკაძე: წითელა შესაძლოა გართულდეს, როგორიცაა პნევმონია, ოტიტი, ენცეფალიტი, მენინგიტი. ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ შესაძლოა ლეტალური შედეგიც მოყვეს ამ ყველაფერს. ჯობია, რომ ბავშვი იყოს ვაქცინირებული, რათა რისკის ქვეშ არ დავაყენოთ მისი ჯანმრთელობა.

დაავადების დაწყებიდან რა პერიოდს მოიცავს საბოლოო გამოჯანმრთელების ვადა?

ეს ყველაფერი იწყება ცხელებით. გადამდებია მანამ სანამ გამონაყარი გამოჩნდებს კანზე 4 დღით ადრე და ასევე გამონაყარის გაჩენიდან 4 დღის შემდეგ. იმის შემდეგ უკვე აღარ არის გადადების საშიშროება. რაც შეხება დაავადებას, თუ გართულება არ მოყვა 10 დღეში ამ ყველაფერმა უნდა გაიაროს.

კიდევ რა ინფექციების თუ ვირუსების გავრცელებაა მოსალოდნელი თებერვლის თვეში?

რუსუდან ჭლიკაძე: ზამთარი ვირუსული ინფექციების გარცელების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური პერიოდია. გრიპის ვირუსები კი ჯერჯერობით არ არის გავრცელებული. ამ მხრივ მშვიდი სიტუაციაა.

გადაცემის აუდიო ვერსია