1 მაისიდან უცხოური პასპორტის მფლობელები ჩრდილოეთ ჩინეთში, Xiong'an New Area-ს 46 სავაჭრო ობიექტსა და მაღაზიაში საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

უცხოელ ვიზიტორებს დაბრუნებული თანხის მიღება შიძიაჯუანგისა და ცინჰუანგდაოს აეროპორტებში შეეძლებათ.

ჩინეთის მთავრობამ Xiong’an New Area-ს დაარსება 1 წლის წინ გამოაცხადა, რომლის ძირითადი მიზანი იყო პეკინზე დაწოლილი პოპულაციის შემსუბუქება და რეგიონალური განვითარება. კონკრეტულოად პეკინი - თიანძინი - ჰებეი.

პროვინციის სტატისტიკის მიხედვით, წლის დასაწყისში, ჰებეის პროვინციას 310,000 უცხოელი ტურისტი ეწვია, რომლებმაც დაახლოებით 130 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს.