17 მაისს საგურამოში, „კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში“ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB დაიწყო. ღონისძიების პირველ დღეს მთავარ სცენაზე მსმენელის წინაშე წარსდგნენ Nika J,
Seth Troxler, Larry Heard aka Mr. Fingers feat. Paul Cut (Live), Prosumer, Map.Ache (Live).
შეგახსენებთ, რომ 4GB - ელექტრონული მუსიკის ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც 2011 წლიდან, ყოველ გაზაფხულზე იმართება. ფესტივალი პიონერ ქართველ დიჯეის – გიო ბაქანაძის ხსოვნას ეძღვნება. სწორედ ამიტომ დაერქვა ფესტივალს 4GB. ტრადიცია არც წელს დაირღვევა და 4GB-ზე ბაქანიძის საყვარელი არტისტი მაიკლ მაიერიც დაუკრავს.
ფესტივალის დასკვნითი ნაწილი 25-26 მაისს გაიმართება.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: