2018 წლის 1 იანვრიდან ქართული პროდუქციის 94% ჩინეთის ბაზარზე ბაჟის გარეშე შევა. ქართული სერვისისა და პროდუქციის რეალიზება 1,4 მილიარდიან ბაზარზე მოხდება, მათ შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რეკორდულ დროში გააფორმა. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვინის ექსპორტის მონაცემების მკვეთრი ზრდა, რომლის მიხედვითაც 2017 წლის იანვარ-აპრილში ზრდა წინა წელთან შედარებით 270%-ია.

სხვა სტატიები თეგით: