გაზაფხულზე კანი მგრძნობიარეა, რადგან ორგანიზმი იწყებს აღდგენას და განახლებას, იმუნიტეტი ქვეითდება და ორგანიზმი იფიტება, კანი წითლდება, იქერცლება და უსიცოცხლო ხდება. ასეთ დროს საჭიროა კანის სწორი მოვლა, კვება და დატენიანება.

როგორ მოვუაროთ გაზაფხულზე სახის კანს?

პირი დაიბანეთ გადადუღებული წყლით. საუკეთესოა მცენარეების გამოყენება პიტნის, ოხრახუშის, გვირილის ნაყენის სახით. დაბანის ნაცვლად შესაძლებელია ყინულის პატარა კუბიკებით სახის გაწმენდა, წყლის ნაცვლად კი იმ ნაყენის გამოყენება რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.
კანის კვება გაზაფხულზე

კანის კვება პირდაპირ არის დამოკიდებული კვების რაციონზე. გაამდიდრეთ ის ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვებით.
საკვებად გამოიყენეთ ისეთი სახის ბოსტნეული და ხილი როგორიცაა: მწვანე ხახვი, ოხრახუში, სალათის ფოთლები, სტაფილო, სატაცური, ზეთის ხილი და ა.შ., ასევე ხილი: ვაშლი, ფორთოხალი, ლიმონის წვენი და ა.შ.

რაც შეეხება სახის გაწმენდას და კოსმეტიკას

გაზაფხულზე უარი თქვით სპირტზე დამზადებულ სახის გამწმენდებისგან. საგაზაფხულო კოსმეტიკა მზისგან უნდა გიცავდეთ, რადგან მოგეხსენებათ, გაზაფხულზე მზე მეტად მწველია ვიდრე წელიწადის სხვა დროს.
შეარჩიეთ ისეთი სახის კრემები რომლებიც მგრძნობიარე კანისთვისაა განკუთვნილი.