ყველა ქალბატონი არ დადის სალონში. ზოგს ურჩევნია თმა სახლში შეიღებოს და ამაში ცუდი არაფერია. თუ ყველაფერი თანმიმდევრულად და ხარისხიანად კეთდება, პირიქით, ეს პროცესი საკმაოდ სასიამოვნოცაა.

კარანტინის პირობებში სახლში თმის შეღებვის თემა ისეთი აქტუალური გახდა, როგორც არასდროს. შედეგად, გამოიკვეთა 5 ძირითადი შეცდომა, რომლებსაც თმის შეღებვისას ბევრი უშვებს.

ამ შეცდომებზე Schwarzkopf-ის პროფესიონალი სტილისტი, თემურ იაცუკი, საუბრობს.

შვარცკოფი. თმის შეღებვა. საღებავი

.

სწორად შეარჩიე ფერი

ექსპერტის აზრით, თმის ფერის არჩევისას არ უნდა იმსჯელო მხოლოდ პაკეტზე მითითებული ფერით. გაიათვალისწინე, რომ სახლის პირობებში გაცილებით ადვილია მუქ ტონებში თმის შეღებვა, ვიდრე ღია ტონებში.

პირველი და მთავარი წესია ყურადღებით გაეცნო საღებავზე მითითებულ ინსტრუქციებს.

მოსამზადებელი ეტაპი

უნდა დაიბანო თუ არა თმა შეღებვამდე? ნუ დაიბან თმას უშუალოდ შეღებვის წინ. თუმცა, მაღალხარისხიანი საღებავის გამოყენებამდე, იმისთვის, რომ სასურველი ფერი მარტივად მიიღო, თმა არ უნდა იყოს ძალიან ჭუჭყიანი. ეს გამოიწვევს საღებავის არათანაბარ გადანაწილებას და ფერიც, შესაბამისად, არათანაბარი იქნება.

ტესტი ალერგიულობაზე

შეღებვის წინ დარწმუნდი, რომ ალერგიული არ ხარ. ნუ დაეყრდნობი შენი მეგობრების კარგ გამოცდილბას და ნუ უგულებელყოფ ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ პროცედურას უშუალოდ შეღებვის წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ შესაძლოა მიიღო კანის გაღიზიანება და ანთებითი პროცესები, რაც ძალიან საშიშია.

საღებავი შეგიძლია შეამოწმო. წაისვი ხელზე საღებავი შეღებვამდე 45 წუთით ადრე და დააკვირდი რეაქციას. თანამედროვე საღებავებს აქვთ მაღალხარისხიანი სტრუქტურა, ამ შემთხვევაში ალერგია ძალიან იშვიათია, თუმცა არსებობს გამონაკლისი და შენ ეს არ უნდა გამოგრჩეს. მცირე ჰორმონალურმა ცვლილებებმაც კი, შესაძლოა გამოიწვიოს ნეგატიური რეაქცია საღებავის მიმართ.

საღებავის რაოდენობა

"გოგონები ხშირად ყიდულობენ 1 შეკვრა საღებავს და შეღებვის პროცესში ხვდებიან რომ ეს საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე იწყებენ საღებავის მცირე რაოდენობით თმაზე დატანებას, რაც, ცხადია, იწვევს არათანაბარ, არახარისხიან ტონალობას." - ამბობს სპეციალისტი.

ასეთი არასასიამოვნო სიტუაციის თავიდან ასაცილებლად იყიდე საღებავი საკმარისი რაოდენობით. 1 ტუბი განკუთვნილია საშუალო სიგრძის და სისქის თმისთვის. იმ შემთხვევაში, თუ გაქვს გრძელი და სქელი თმა, აუცილებლად დაგჭირდება 1-ზე მეტი თმის საღებავი.

ნუ დაგავიწყდება, რომ თმის საღებავი და მასში არსებული თითოეული კომპონენტი, ნებისმიერ შემთხვევაში, გახსნისთანავე უნდა გამოიყენო.

თანმიმდევრულობა

გოგონების უმეტესობა არღვევს საღებავის კომპონენტების თანმიმდევრულად გამოყენების წესს. პირველ რიგში, ისინი იღებავენ სახესთან ახლოს მდებარე თმის ბოჭკოებს, მაგალითად, შუბლის ზედა ნაწილს, საფეთქლისა და ბაკეების არეებს, შემდეგ კი გადადიან თავის უკანა ნაწილზე და მთელ სიგრძეზე იღებავენ. შედეგად, თმა არათანაბრად იღებება, წინა მხარე მუქია, მთელ სიგრძეზე კი, ფერი ზოგ ადგილზე ღიაა, ზოგან - მუქი.

გაითვალისწინე სპეციალისტის რჩევა, გაყავი თმა ოთხ ნაწილად - შუბლის შუა ნაწილიდან გადაისვი საღებავი ყურის გვირგვინის გასწვრივ და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვი უშუალოდ სახესთან ახლოს მდებარე უბნებზე.

ნუ გაიჩერებ საღებავს თმაზე იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ეს მითითბულია შეფუთვაზე. დაბანის შემდეგ აუცილებლად გამოიყენე თმის დამარბილებელი ნიღაბი, რათა თმა არ გამოშრეს.

ზაფხულის ცხელ დღეებში ნუ გაიშრობ თმას ფენის მეშვეობით. ნუ შეუშლი თმას იყოს ბუნებრივი და ჯანმრთელი!

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: