რატომ ხდება ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმისთვის კონკრეტული საკვები მიუღებელი, რისგან არის გამოწვეული და რა ტიპის მკურნალობაა ასეთ დროს საჭირო?

რძე, კვერცხი, თხილეული, კენკროვანი ხილი, ცხიმიანი ხორცი და ა.შ, ჩამოთვლილი პროდუქტების აუტანლობა ფერმენტოპათიით ან ალერგიით არის გამოწვეული.
ფერმენტოპათია ორგანიზმში, კერძოდ კუჭ-ნაწლავში, რომელიმე ფერმენტის სისუსტით ან სრული არარსებობითაა გამოწვეული. დეფექტი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ხასიათის, ზოგჯერ კი შეძენილი. ფერმენტის დეფექტის გამო არ ხდება რომელიმე შაქრის, ცილოვანი ნივთიერების მონელება, ეს ნივთიერება იხრწნება, აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს და ჩნდება ავადმყოფური მოვლენები, რომელიც შეწოვის დაქვეითებით ან ფაღარათით ვლინდება.
ფერმენტოპათიის რამდენიმე კონკრეტული მაგალითია:
ფერმენტ ლაქტაზას უკმარისობა - როდესაც ადამიანი ფერმენტული დეფექტის გამო ვერ ამუშავებს რძის შაქარს - ლაქტოზას, ამიტომ მის ნაწლავებში იწყება რძის შაქრის ბაქტერიული დუღილი, ეს კი იწვევს მუცლის შებერვას და ფაღარათს. რძის მჟავე პროდუქტებში ლაქტოზა დაშლილია, ამიტომაა რომ ადამიანი უმტკივნეულოდ იტანს მაწონს, კეფირს, არაჟანს ეს დეფექტი კი თავს იჩენს მოზრდილებში და ასაკთან ერთად ღრმავდება.

ფრუქტოზას უკმარისობა - ასეთ დროს ორგანიზმს აკლია ფერმენტი ფრუქტოზა და ამიტომ მის ნაწლავებში დარღვეულია ხილის და შაქრის მონელება. ასეთი ადამიანი ვერ იტანს ხილს და შაქრის - ფრუქტოზას მონელებას.

ალერგია
საკვებ პროდუქტთა მეორე სახეა ალერგია. ამ შემთხვევაში ორგანიზმის უარყოფითი განწყობა ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ გამომუშავდება თანდათანობით, გარკვეული კერძის მრავალგზის მიღების შემდეგ. უვნებელი პროდუქტი კი შესაძლოა ერთ დღესაც მიუღებელი აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის, რომელიც მთელ რიგ სიმპტომებთანაა დაკავშირებული. ეს შესაძლოა იყოს: მუცლის შებერვა, გულის რევა, პირღებინება, ფაღარათი. ზოგთან ჩნდება სხვადასხვა სახის გამონაყარი, სივდება ტუჩი, ცხვირი, სახე და თითები, არის შემთხვევები როდესაც საკვები იწვევს ბრონქული ასთმის შეტევებს.
ალერგიის გამომწვევი პროდუქტებია:

მარწყვი, კვერცხი, შოკოლადი, ყავა, ხორცი (უმეტესად ღორის), თევზი, კაკალი, წიწაკა.
სასმელებიდან - წითელი ღვინო და ა.შ.
ერთი და იგივე ადამიანს შესაძლოა გამოუმუშავდეს ალერგიული განწყობა რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტის მიმართაც.
არ დატოვოთ ალერგია უყურადღებოდ. მისი დროული მკურნალობა ერთ-ერთ მთავარ, აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: