14 სამედიცინო ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი 25 მარტს ჩინეთის პროვინცია ფუძიანიდან ჩარტერული რეისით იტალიაში გაემგზავრა, რათა დახმარება გაუწიოს ქვეყანას COVID-19-ის ეპიდემიასთან ბრძოლაში.

ჯგუფის შემადგენლობაში ფუძიანის პროვინციის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრისა და რამდენიმე საავადმყოფოს ექსპერტი შედის.

მათ ამოცანებში შედის ადგილობრივი ექიმებისთის საკუთარი გამოცდილების გაზიარება ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით და პაციენტების დიაგნოსტიკასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიწოდება. აღნიშნული ჯგუფი ტოსკანას რეგიონში იმუშავებს.

ჩინელ მედიკოსთა პირველი ჯგუფი ქალაქ შანხაიდან იტალიაში ჯერ კიდევ 12 მარტს გაემგზავრა. ჩინელმა სპეციალისტებმა თან 30 ტონა საჭირო სამედიცინო და დამცავი მასალა ჩაიტანეს. შეთანხმება იტალიაში ჩინელ მედიკოსთა გაგზავნის შესახებ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის შედეგად იყო მიღწეული.

.

.

16 მარტს შედგა სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს შორის. საუბრის დროს გადაწყდა, რომ იტალიაში ექიმთა მეორე ჯგუფიც გაემგზავრებოდა.

https://www.youtube.com/watch?v=-LcHlQupQFc

მედიკოსთა ეს ჯგუფი იტალიაში ჩინეთის პროვინცია ჯეძიანიდან ჩავიდა. სამედიცინო ბრიგადაში სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები შევიდნენ, მათ შორის რეანიმატოლოგები და ტრადიციული ჩინური

Related Articles

მედიცინის სპეციალისტები. აღნიშნულმა ბრიგადამ იტალიაში 9 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა. ჩინელი მედიკოსები ჩავიდნენ მილანში, სადაც მათ დაგეგმილი ჰქონდათ შეხვდერები იტალიელ კოლეგებთან და ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

ჩინური მხარე აცხადებს, რომ გააგრძელებს ერთობლივ მუშაობას სხვა ქვეყნებთან, მსოფლიოში ეპიდემიულოგიური სიტუაციის გასაუმჯობესებლად და „ჯანმრთელობის დიდი აბრეშუმის გზის“ ასაშენებლად.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: