ბათუმის სილამაზე ბევრ ხელოვანს დაარსების დღიდან იზიდავდა, აქ მოდიოდნენ შთაგონების საპოვნელად, დასასვენებლად, აქ იწერებოდა და ჩნდებოდა ახალი ნაწარმოებების შექმნის იდეა, მოდიოდნენ რესურსების საძიებლადაც. და მაშინ, ისევე როგორც ახლა ქალაქს გულგრილი ვერცერთი მათგანი ვერ ტოვებდა.

მიხეილ ბულგაკოვი

ბულგაკოვმა ბათუმი ორჯერ მოინახულა. 1921 წელს კავკასიას მწერალი შთაგონების საპოვნელად ეწვია. მისი მეორე ვიზიტი კი 7 წლის შემდეგ შედგა ოჯახთან ერთად - ეწვია მწანე კონცხს და მისი ცნობილი რომანის "ოსტატი და მარგარიტას" დაწერის იდეაც სწორედ აქ გაჩნდა. მანვე დაწერა პიესა სახელწოდებით „ბათუმი“ .

ბულგაკოვს

ბულგაკოვს "ოსტატი და მარგარიტას" დაწერის იდეა ბათუმში გაუჩნდა

ჯონ სტეინბეკი

ჯონ სტეინბეკმა სსრკ-ს ქვეყნებში მოგზაურობა 40-იან წლებში დაიწყო, ცნობილ ფოტოგრაფთან ერთად. თავის დღიურში ბათუმის შესახებ მწერალი ვრცელ და შთამბეჭდავ დახასიათებას წერს ამ ქალაქის შესახებ. „მრისხანების მტევნების“ ავტორი ამბობს , რომ ბუნების მრავალფეროვნება და ულამაზესი ხედები მთელი ქვეყნის სიმდიდრეს წარმოადგენს. მისი თქმით საქართველო არის ადგილი, სადაც სიკვდილის შემდეგ ადამიანი უნდა მოხვდეს, რადგან აქაური მიწა, ჰაერი და ოკეანე იდეალურია სამოთხისთვის.

მისი თქმით საქართველო არის ადგილი, სადაც სიკვდილის შემდეგ ადამიანი უნდა მოხვდეს

მისი თქმით საქართველო არის ადგილი, სადაც სიკვდილის შემდეგ ადამიანი უნდა მოხვდეს

ნობელები

ძმები ნობელები რესურსების ძიებაში იყვნენ, როცა 1873 წელს ეწვივნენ საქართველოს. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის , რკინიგზის მშენებლობაში და პირველად ნავთობი ბათუმიდან ევროპაში გაიტანეს. ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი სწორედ ნობელების ყოფილი საცხოვრებელია.

 ნობელებმა პირველად ნავთობი ბათუმიდან ევროპაში გაიტანეს

ნობელებმა პირველად ნავთობი ბათუმიდან ევროპაში გაიტანეს

ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი სწორედ ნობელების ყოფილი საცხოვრებელია.

ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი სწორედ ნობელების ყოფილი საცხოვრებელია.

სერგეი ესენინი

რუსი პოეტი ბათუმში ერთი წელი ცხოვრობდა , აქაურობას ლექსიც მიუძღვნა , აქ დაიწერა პოემა „ანა სნეგინა“ და რამდენიმე ათეული ლექსი, ასე რომ მისი შემოქმედებისთვის ეს წელი ნამდვილად ნაყოფიერი აღმოჩნდა.

ესენინმა აქ დაწერა პოემა „ანა სნეგინა“ და რამდენიმე ათეული ლექსი

ესენინმა აქ დაწერა პოემა „ანა სნეგინა“ და რამდენიმე ათეული ლექსი

გადაცემის „დილა შემთვის“ სტუმრებმა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყოფილების უფროსმა ია შალამბერიძემ და დიზაინერმა თაკო მექვაბიძემ ბათუმში გატარებული დაუვიწყარი დღეები შეაფასეს და წლევანდელ სეზონზე ტურისტების სიმრავლეც აღნიშნეს.

გადაცემის სრული ჩანაწერის სანახავად ეწვიეთ 4U.ge-ს.

დიზაინერი თაკო მექვაბიძე

დიზაინერი თაკო მექვაბიძე

მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი ია შალამბერიძე

მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი ია შალამბერიძე