თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აქტიურად მუშაობს იმ გეგმების და ღონისძიებების განხორციელებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ჩინურენოვანი, მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვას.

თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მოწვევით მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილია WTCF-ის ექსპერტების ვიზიტი თბილისში და სამუშაო შეხვედრა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. ღონისძიება 12 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში, ექსპერტები წარმოადგენენ თავიანთ რეკომენდაციებს:

  • როგორ უნდა მომზადდეს ტურისტული პაკეტები ჩინურენოვანი სეგმენტისათვის
  • რა ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო აღნიშნულ პროცესში
  • რა მარკეტინგული გზებით უნდა განხორციელდეს შეთავაზებები.
    სამუშაო შეხვედრას ჩაატარებენ WTCF-ის ექსპერტები:
    • He Shengkang - ტურიზმის მსოფლიო ქალაქების ფედერაციის მრჩეველი
  • Tian Li – „iQIYI Travel“– ის მთავარი რედაქტორი, კულტურისა და მოგზაურობის პროდიუსერი
  • Zhang Lulu – „Sina Travel Industry Content Operation“– ის დირექტორი, უფროსი რედაქტორი.

აღსანიშნავია, რომ WTCF-ის მიერ წარმოდგენილი ექსპერტები გამოირჩევიან მრავალწლიანი გამოცდილებით ტურიზმის სექტორში, მუშაობდნენ როგორც აშშ-ს და ევროპის ტურისტული ბაზრების, ასევე ციფრული და ბეჭდური მედია პლატფორმების განვითარებასა და შესაბამისი ტურისტული პროდუქტების შექმნაზე.
მსურველებმა დასწრება მითითებულ ბმულზე რეგისტრაციით დაადასტურეთ: shorturl.at/hFHT8

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: