ჩაის კულტურის განვითარება ჩინეთში ძვ.წ. 2737 წელს დაიწყო. ჩაის, დიდი ადგილი უჭირავს ჩინეთის კულტურაში. ჩაის სმით იხდიან მადლობას და ბოდიშს, უმასპინძლდებიან სტუმრებს, გამოხატავენ ოჯახის ერთობას. დღესდღეობით ჩინეთში ათასზე მეტი ჩაის სახეობაა გავრცელებული. ყველაზე ხშირად კი მწვანე ჩაის მოიხმარენ, რადგანაც მწვანე ჩაი გამოირჩევა კოფეინის დაბალი შემცველობით.

ჩინური ჩაი, ისევე როგორც, ჩინური აბრეშუმი, მსოფლიოში გაიგივებულია დახვეწილ კულტურასთან. ჩინური ჩაის განვითარების გზა, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი დარგისა, სათავეს იღებს ე.წ.“ჩაის წმინდანის“ ლუ ვუს სახელიდან.

ჩაის სახლების სიმრავლით გამოირჩევა პეკინი, მაგრამ უნდა აღინიშნოს ქალაქი ხაგჭოუ, რომელიც ყველაზე ძვირიანი ჩაის სამშობლოდ ითვლება. სწორედ ხანგჭოუში არსებული დიდი ტერასები უჭირავს მწვანე ჩაის ბუჩქებს, რომელიც ქალაქის გარეუბნებში მრავლად შეგხვდებათ.

ლონგ ძინის ჩაი ყველაზე ძვირადღირებული ჩაის სახეობაა, რომელიც დიდი აქტუალურობით სარგებლობს ჩინურ ბაზარზე. მას შეიძლება სიხუს მიდამოებშიც შეხვდეთ. წლების მანძილზე იკვლევდნენ ლონგ ძინის ჩაის ტექნოლოგიებს, მას ჩვეულებრივ ჩაიზე მეტ ხანს სჭირდება გახმობა და მოვლა, ამიტომაც იგი ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებულია. ჩინურ კულტურაში, ჩაის მომზადებისა და დალევის პროცედურა მნიშვნელოვანია, რადგანაც არსებობს სპეცალური ჭურჭელი და მექანიზმები. ჩაის მომზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ ტრადიციული ჩაის მოსამზადებლად, მაინც დაგჭირდებათ კონსულტაცია ჩინელთან გაიაროთ.

ჩინეთში მოგზაურობისას აუცილებლად დააგემოვნეთ ჩაის ყველა სახეობა, განსაკუთრებით კი მწვანე ჩაი, ლონგ ძინი.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: