არსებობს სამზარეულოს ხრიკები, რომლებსაც გამოცდილი შეფ-მზარეულები მხოლოდ თავიანთ მოსწავლეებს უზიარებენ. გაგაცნობთ, რამდენიმე მათგანს:

იდეალური სტეიკი

ხორცს, მაცივრიდან გამოღებისთანავე ნურასდროს შეწვავთ. დაახლოებით 1-2 საათი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. გალღობის შემდეგ ხორცი თანაბრად შეიწვება.

თუ გსურთ თქვენი სტეიკი ვიზუალურად ლამაზი იყოს, სანამ ქაღალდში გაახვევთ, აუცილებლად დაასვლეთ.

იდეალური სტეიკი

იდეალური სტეიკი

ყველაზე წვნიანი ხორცი

ქათმისა და ღორის ხორცის შეწვას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და მათი გამოშრობა ძალიან მარტივია. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ევროპელი შეფ-მზარეულები შემდეგ ხერხს მიმართავენ - ხორცს მარილწყალში აბასტურმებენ.

მარილწყალის დამზადება ძალიან მარტიია: 1 ლიტრ წყალში გახსენით მეოთხედი ჭიქა მარილი და ნახევარი ჭიქა შაქარი. მოათავსეთ ხორცი ხსნარში ისე, რომ სრულიად დაიფაროს და შეინახეთ მაცივარში. სასურველია 1 კილო ხორცი 1 საათით მოათავსოთ.

წვნიანი ხორცი

წვნიანი ხორცი

არომატული სანელებლები

იმისათვის, რომ სანელებლებმა ბოლომდე შესძინონ კერძს თავისი არომატი, აუცილებელია მათი მშრალ ტაფაზე შეცხელება და შემდეგ დანაყვა. ამ მეთოდით თქვენ შეძლებთ სანელებლების გემოს გაგებას და ბევრად უფრო მრავალფეროვან კერძს მიიღებთ.

არომატული სანელებლები

არომატული სანელებლები

ჰაეროვანი ცომი

იმისათვის, რომ იდეალური ცომი მოამზადოთ, მიჰყევით მხოლოდ ერთ მარტივ წესს. კარაქი წინა ღამით ოთახის ტემპერატურაზე გასადნობად დატოვეთ.

კვერცხი და კარაქი

კვერცხი და კარაქი

ხრაშუნა ქერქიანი თევზი

თუ აპირებთ, რომ გრილზე შეწვათ თევზი ისე, რომ რბილ შიგთავსთან ერთად მისი ქერქი ხრაშუნა გამოვიდეს, წაუსვით მას მაიონეზი. მთავარია ბევრი არ მოგივიდეთ. ამის შემდეგ, მოაყარეთ მარილი და მოათავსეთ გრილზე.

ამასთან ერთად, მოერიდეთ ძალიან ბევრ სანელებელს. თევზის შეწვისას მხოლოდ მარილიც კმარა. შეწვის დასრულებისას კი ცოტაოდენი ლიმონის წვენი მოასხით.

თევზი ხრაშუნა ქერქით

თევზი ხრაშუნა ქერქით

სტეიკი ცხიმის დამატების გარეშე

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა შეფ-მზარეულმა ალენ დიუკასმა უგემრიელესი სტეიკის მომზადების საიდუმლო გაამხილა. მთავარი ხრიკი მდგომარეობს იმაში, რომ პირველ რიგში ტაფაზე ხორცი ცხიმიანი ნაწილის მხრიდან უნდა მოათავსოთ. ამ შემთხვევაში აღარ დაგჭირდებათ ზედმეტი ცხიმის დამატება, რადგან ის საკუთარ ცხიმში შეიწვება.

სტეიკი ცხიმის გარეშე

სტეიკი ცხიმის გარეშე

ნაზი კარტოფილის პიურე

სანამ მოხარშული კარტოფილის პიურედ გადაქცევას ეცდებით, მნიშვნელოვანია მისი გამოშრობა. ამისათვის მშრალ ცხელ ტაფაზე გააჩერეთ კარტოფილი მანამ, სანამ წყალი არ დაშრება და შემდეგ დაიწყეთ მისი დაჭყლეტვა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ კარტოფილი არ დაგეწვათ.

ფაფუკი პიურე

ფაფუკი პიურე

გადაცემის "დილა შენთვის" სტუმარი თათული ედიშერაშვილი გვირჩევს, რომ კერძი ლაზათიანად უნდა მოვამზადოთ და სურვილის შემთხვევაში ყველაფერი გამოგივათ.

თათული ედიშერაშვილი

თათული ედიშერაშვილი

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: