„გჯერა, რომ შობა-ახალ წელს მაგიური ამბები ხდება?“

შენ კარგი ბავშვების სიაში მოხვდი, ასე რომ ელოდე ბევრ ჯადოსნობას და საჩუქარს ახალი წლისგან და კეთილი წვეროსანი მოხუცისგან.

როგორც აღმოჩნდა ლაპლანდიელი ყველაზე ცნობილი ბაბუა მსოფლიოში ქართველ თოვლის ბაბუსაც იცნობს და მეგობრობენ კიდეც. ცივი და ყინულოვანი მხარიდან ტკბილი მილოცვა და კეთილი სურვილებიც მივიღეთ.

ეს ალბათ რუდოლფია...

ეს ალბათ რუდოლფია...

სანტას წერილი GBTIMES Georgia-ს აუდიტორიას აუცილებლად უნდა გავუმხილოთ, მაგრამ არავის უთხრათ.

„მსმენია თუ არა ქართველი თოვლის ბაბუას შესახებ? რა თქმა უნდა, რა შეკითხვებია, ის ჩემი კარგი მეგობარია. შობის ალიაქოთის დროს ძალიან მეხმარება ხოლმე. ბოლო შეხვედრის დროს მე მასზე გრძელი წვერი მქონდა. მაინტერესებს ახლა როგორია.

ქართველი თოვლის ბაბუის მოტანილმა კახურმა ღვინომ მოთენთა..

ქართველი თოვლის ბაბუის მოტანილმა კახურმა ღვინომ მოთენთა..

მე მინდა ჩემი ყველა თბილი და კეთილი სურვილები გავუგზავნო ქართველ ხალხს, დიდებსაც და პატარებსაც. იმედი მაქვს ჯადოსნური შობა-ახალი წელი გექნებათ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. გახსოვდეთ, იყავით კეთილები და კარგები, იმედია მალე შევხვდებით! „

რადგან სანტამ თქვა, რომ მალე შევხვდებით, ესე იგი ასეც იქნება. სხვა გზა არ გვაქვს კეთლები, მზრუნველები და მხიარულები უნდა ვიყოთ.

Merry Merry...

Merry Merry...

გილოცავთ შობა-ახალ წელს, სიყვარულით GBTIMES Georgia!! ჰოუ ჰოუ ჰოუ...

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: