კარგი იქნება თუ თქვენი სამუშაო გარემოს გამწვანებაზე იზრუნებთ. ის შეგიმსუბუქებთ სამუშაო დღეს და დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ გარემო. ქრისტოფერ სეთჩი, რომელიც სახლის მცენარეების ექსპერტია, გვიზიარებს საუკეთესო საოფისე მცენარეებს, რომლებიც უძლებენ ყველანაირ ტემპერატურას, გარემოს და საჭიროებენ მცირეოდენ წყალს.

ნეონ პოტოსი

.

.

ამ მწვანე მცენარეს ნამდვილად შეუძლია გამოაღვიძოს თქვენი მოწყენილი დღე - სეთჩის რეკომენდაციით, ამ მცენარის გამოყენება კარგი იქნება თუ ოთახი სავსეა თეთრი ფერებით, შავი ან ნაცრისფერი ფონით. ის შესაძლებელია, როგორც ქოთნის ყვავილად აქციოთ, ასევე კალათში დაკიდებულ მდგომარეობაშიც გაახაროთ.

გველი მცენარე

.

.

მცენარე ერთი კვირის განმავლობაში წყლის გარეშე უპრობლემოდ ძლებს, ამიტომაც ის საუკეთესო საჩუქარი იქნება გულმავიწყი ოფისის თანამშრომლებისთვის. მცენარეს უპრობლემოდ გადააქვს ნებისმიერი ტემპერატურა, ნუ ინერვიულებთ თუ არ გაქვთ ფანჯარა, მცენარე ბედნიერად გააგრძელებს ზრდას უფანჯრო, მუქ ოთახშიც კი.

მშვიდობის ლილი

.

.

მას მეორე სახელიც აქვს „მაუნა ლოა“, ეს მცენარე შეგიძლიათ მიუმატოთ თქვენს ტროპიკულ გარემოს, მას საკმაოდ დიდი და აყვავებული ფოთლები განუვითარდება სულ მცირე დროში. მშვიდობის ლილი ჰაერის კონდინცირებისთვის ძალიან კარგია - ამბობს სეთჩი. მცენარე უპრობლემოა ნათებაზე.

გაფრთხილება: მცენარე შხამიანია, თუ გსურთ ის სახლსი ან ოფისში იქონიოთ, მოარიდეთ კატები და ძაღლები ირგვლივ.

ალოე

.

.

თუ თქვენი ოფისი მზიანი და ნათელია, მაშინ ალოეს გაზრდა არ გაგიჭირდებათ. „უდაბნოს ლამაზმანებს უყვართ მზე“. თუ თქვენ დატვირთული დღის რუტინა გაქვთ და მოუცლელი ხართ, ნუ შეგეშინდებათ, ალოე წყლის გარეშეც დიდხანს ძლებს.

დრაცეანა

დრაცეანა

დრაცეანა

ეს მაღალი და სართულებიანი მცენარე ნამდვილად დაამშვენებს თქვენს ოფისს. მცენარე რეგულარულად მწვანე მდგომარეობაშია, მას კონდიცონირების ფუნქცია გააჩნია, ის ძირითადად საოოფისედ გამოიყენება.