საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზებას იღებს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს,ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფება.ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ფრანგულ მხარესთან 2020-2022 წლებში პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდით, ასევე, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის დეტალების შეთანხმება და ფრანგულ ენაზე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი პროგრამების შემუშავება.ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი პარიზის წიგნის ბაზრობის გახსნას დაესწრნენ. ღონისძიება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა და კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრმა ფრანკ რესტერმა გახსნეს. 2019 წლის პარიზის წიგნის ბაზრობის მთავარი თემა ევროპაა, შესაბამისად, წიგნის ბაზრობის ფარგლებში, დაგეგმილია ევროპის თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიება.სამინისტროს ინფორმაციით პარიზში მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი საქმიან შეხვედრებს გამართავენ პარიზის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებთან, გამომცემლებთან, ასევე, საფრანგეთის წიგნის გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტთან და ფრანგული ინსტიტუტის პრეზიდენტთან.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: