საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარა. მატჩი ნეიტრალურ მოედანზე - პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე გაიმართა. თამაში ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა და ფრედ - 2:2 დასრულდა.

მასპინძლებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნეს, მე-6 წუთზე შედეგიანი დარტყმა ხორენ ბაირამიანმა შეასრულა. გაშვებული გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზე გაათანაბრა, 46-ე წუთზე ლევან შენგელიას გადაცემით გოლი ნიკა კაჭარავამ გაიტანა. შეხვედრა საქართველოს ნაკრების შეტევებით გაგრძელდა და 74-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა ეროვნული გუნდი დააწინაურა.

სომხეთის ნაკრებმა 88-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. სტანდარტი ზუსტად გუნდის კაპიტანმა ჰენრიხ მხითარიანმა შეასრულა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა ფრე 2:2. პარალელურად მიმდინარე ჯგუფის მეორე შეხვედრა ესტონეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 3:3 დასრულდა.