ლონდონში, მოკრივეთა სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრმა სახილ ალახვერდოვმა 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების წარმომადგენელს ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად შესაბამის წონაში მეოთხედფინალში გასვლა სჭირდებოდა. ალახვერდოვმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა - მერვედფინალში სერბი დუშან იანიჩი 5-0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზეც გავიდა. ალახვერდოვი 19 მარტს ფრანგ ბილალ ბენამასაც უნდა შეხვედროდა, მაგრამ ტურნირის მასპინძლებმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნით, ასპარეზობები შეწყვიტეს. ევროპული ტურნირი 14 მარტს დაიწყო და 24 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: