პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება მესამე ტურის ცენტრალური მატჩით, თბილისის „დინამოსა“ და „საბურთალოს“ შორის განახლდა.

მატჩი საბურთალოს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის - გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა - თბილისის დინამომ გასვლაზე საბურთალო დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. განახლებული სეზონის პირველი გოლი, მე-17-ე წუთზე გიორგი კუციამ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. შემდეგ გოლები კახაბერ ჩხეტიანმა და თორნიკე კაპანაძემ გაიტანეს.

გუშინვე გაიმართა მეორე მატჩიც, სადაც ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და „თელავი“ ხვდებოდნენ. გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ბათუმის დინამომ საკუთარ მოედანზე დებიუტანტი თელავი ვერ დაამარცხა. თამაში ამგარიშით 1:1 დასრულდა. ბათუმელებმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე ფრე დაააფიქსირეს.