საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ესპოოში შვეიცარიის ნაკრები 91:84 დაამარცხა და ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა შვეიცარიის ნაკრებთან ანგარიშით – 84:91 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით 91:85 ფინეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ისედაც გარანტირებული ჰქონდა, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო თადეუს მაკფადენი იყო, რომელმაც შეხვედრა 24 ქულითა და 5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 19 თებერვალს, სერბებთან გამართავენ.