5-6 ოქტომბერს, სასტუმრო ბილტმორში - „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ (GAACC) და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ (UBL) ორგანიზებით „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი“ გაიმართა. ფორუმის თემა იყო - ბიზნესმდგრადობა -21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულებაა, დელეგატები და სპიკერები კი მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან ესტუმრნენ საქართველოს.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა მისი აღმატებულება შეიხა ჰისსა საად აბდულაჰ სალემ ალ-საბაჰს, რომელიც გახლავთ ქუვეითის პრინცესა და, იმავდროულად, არაბ საქმიან ქალთა საბჭოს პრეზიდენტი და ასევე საპატიო სტუმარი, ნიგერიის დედოფალი- ზაინაბ ოტიტი ობანორი.

ფორუმში მონაწილეობას იღებედნენ როგორც კერძო, ასევე სამთავრობო სექტორების წარმომადგენლები , მათ შორის : ქალაქ თბილისის მერის მოადგილე - ილია ელოშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე -ეკა ბესელია, საქართველოს ბიზნესომბუსმენი - ირაკლი ლექვინაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - გიორგი ჩიგოვაძე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი- მიხეილ ხიდურელი და „ანაკლია სითის“დირექტორი - ქეთევან ბოჭორიშვილი.

„ჩემთვის დიდი პატივია უკვე მეორედ ვუმასპინძლო გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმს საქართველოში. ფორუმის მთავარი მიზანია საქმიანი ადამიანების წრის გაფართოება, მეწარმეების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება. დღეს აქ შეკრებილი დამსწრე საზოგადოება, საპატიო სტუმრები და შექმნილი გარემო ნამდვილად არის იმის გრანტი, რომ ჩამოყალიბდება მრავალი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა ფორუმის დელეგატებს შორის‘", - განაცხადა "საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ თავჯდომარემ ეკატერინე მაისურაძემ.

ფორუმის მთავარი მიზანია, საერთაშორისო დელაგატებს გააცნოს საქართველო. მნიშნელოვანია რომ ფორუმის ფარგლებში მონაწილეთათვის გაიმართა B2B მიღება და ვახშამი.

გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი