ზაფხულის ცხელი დღეებისთვის გამაგრილებელი ცივი კოქტეილი ძალიან სასიამოვნო დასალევია.

ზაფხულში, როდესაც ორგანიზმი მუდმივად სითხეს ითხოვს, საზამთრო საუკეთესო გამოსავალია, რადგან ის 80-90% წყალს შეიცავს. ეს ძლიერ შარდმდენ მოქმედებას ავლენს. მისი მთავარი შემადგენელი ვიტამინებია С, В ჯგუფის ვიტამინები (უმეტესად - В1 და В2), ვიტამინი PP და ფოლიუმის მჟავა. მიკროელემენტებიდან კი, კალიუმი და მაგნიუმი.

საზამთრო ზაფხულის სეზონის ნამდვილი ფავორიტია. გემრიელი და არომატული ხილი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. მისგან საინტერესო და განსხვავებული სახის ტკბილეული მზადდება - მურაბისა და ჩირის სახით. თუმცა, დღეს ამაზე არ ვისაუბრებთ. დღეს გაიგებ, როგორ მოამზადო საზამთროსგან გემრიელი და, თან, გასართობი კოქტეილი სახლის პირობებში.

მომზადების დრო:

30 წთ

საჭიროა:

1 ც საზამთრო;

არაყი ან რომი გემოვნებით;

2 ც ლაიმი;

2ს/კ პიტნა;

ყინულის კუბები.

მეთოდი:

საზამთრო კარგად გარეცხე და გაამშრალე. დაჭერი ნაჭრებად და გაასუფთავე კურკებისგან. შემდეგ ჩაყარე ბლენდერში და კარგად ადღვიბე. დაამატე პიტნის ფოთლები, ლაიმის ან ლიმონის წვენი, არაყი გემოვნებით და კვლავ ადღვიბე.

გადაიტანე ჭიქებში, დაუმატე ყინულის კუბები, გასაფორმებლად შეგიძლია პიტნის ფოთლები ან ლაიმის თხელი ნაჭრები გამოიყენო.