შანხაის გასართობი პარკი „დისნეილენდი“ 11 მაისიდან ისევ გაიხსნება. ამის შესახებ დღეს კომპანია „შანხაის საკურირტო ზონა“-მ (Shanghai Disney Resort) განაცხადა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო იანვრის ბოლოს „დისნელენდი“დაიხურა. ზოგიერთმა ობიექტმა მუშაობა მხოლოდ მარტის დასაწყისში განაახლა, მათ შორის Disneytown, Wishing Star Park და Shanghai Disneyland Hotel.

განმეორებითი გახსნიდან პირველი დღეების მანძილზე პარკის დამთვალიერებელთა რაოდენობა შეზღუდული იქნება და იქ მოხვედრის მსურველებს ტურის დაჯავშნა წინასწარ მოუწევთ. ამასთან, პარკის ადმინისტრაცია პირდება, რომ დეზინფექციის ზომები გამკაცრებული იქნება. შანხაის „დისნეილენდში“ ტურების ონლაინ-დაჯავშნა 8 მაისს დაიწყება.

პარკის გასართობი ატრაქციონების, შოუების, მაღაზიებისა და რესტორნების უმრავლესობა მუშაობას შემდეგი კვირის დასაწყისიდან შეძლებს, თუმცა ბავშვთა სათამაშო მოედნებისა და თეატრალური წარმოდგენების ჩაშვება ჯერჯერობით არ იგეგმება.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: