შანხაის ჯანდაცვის ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობამ გასულ წელს 83,37 წელს მიაღწია, რაც 0,19% მეტია ვიდრე 2016 წელს.

შანხაის ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმვის მუნიციპალური კომისიის თანახმად, ქალებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 85,85 წლამდე გაიზარდა მაშინ, როცა მამაკაცების იგივე მაჩვენებელი 80,98 წელია.

სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და ჯანდაცვის სერვისის გაუმჯობესების შემდეგ ქალაქში, შანხაიმ მნიშვნელოვანი ზრდა 1990 წელს განიცადა, რომელმაც 75,46 შეადგინა.

როგორც ქვეყანაში ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლიობის მქონე ქალაქი, შანხაიში სიცოცხლის ხანგრძლივობა 7-ჯერ მეტია ქვეყანაში საერთო სისცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელზე.

უფრო მეტიც, ქალაქი ისეთი მსოფლიო ლიდერების გვერდიგვერდ აღმოჩნდა, როგორებიცაა იაპონია (83,7) და შვეიცარია (83,4).