ადამიანის იმუნური სისტემა არის მთავარი ბარიერი, რომელიც იცავს სხეულს დამაზიანებელი გარე ფაქტორებისგან.

იმუნიტეტის გაძლიერება, ისევე როგორც პრევენციული ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს მის შენარჩუნებას, აქტუალურია ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ნებისმიერი ადამიანისთვის. რატომ უნდა დაველოდო დაავადებების ჩამოყალიბებას, თუ მათი დროულად თავიდან აცილება მცენარეული საშუალებებით შემიძლია?

საუკეთესო ბუნებრივი იმუნოსტიმულატორი არის ბუნებრივი მცენარეული ჩაი. თავად ბუნებამ მცენარეების სახით ადამიანს უამრავი სასარგებლო საშუალება აჩუქა, რომელთა მეშვეობითაც ადამიანებმა მრავალი წლის მანძლზე ჯანმრთელობის შენარჩუნება შეძლეს.

ასკილის ჩაი შემოდგომით იმუნიტეტის გასაძლიერებლად ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ბუნებრივ საშუალებას წარმოადგენს. მის შემადგენლობაში შემავალი C ვიტამინი ორგანიზმს იცავს სეზონური ვირუსებისგან, გაციებისგან და ა.შ.
ასკილი, C ვიტამინთან ერთად, მდიდარია B2, K და P ვიტამინებით, კაროტინოიდებით, ფლავონოიდებით, ორგანული მჟავებით. ყველა ჩამოთვლილი ვიტამინების შემცველობის გამო, ასკილის მარცვლებს ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ხილ- კენკროვანთა შორის.
იმისთვის რომ ორგანიზმში ჯანსაღი ბალანსი შეინარჩუნო, საკმარისია დღის განმავლობაში ნახევარი ჭიქა ასკილის ჩაი დალიო.
ასკილი საუკეთესოა მათთვის ...
ვისაც სისხლის წარმომქმნელი ფუნქციის დარღვევები აქვს. ასევე მისით მკურნალობენ ღვიძლის, ნაღვლის, თირკმელების, საშარდე ბუშტის ანთებას, ორგანიზმის საერთო სისუსტეს, სისხლის მიმოქცევის დარღვევას, მეხსიერების პრობლემებს და ა.შ.
მოამზადე ვიტამინებით მდიდარი სასმელი ასკილის მარცვლებიგან:
ასკილის ნაყოფი გარეცხე, ჩაყარე მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხი იმდენი წყალი რომ ნაყოფი დაიფაროს. ადუღე ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, ხოლო მეორე დღეს გადაწურე. შაქრის მაგივრად დასატკბობად გამოიყენე თაფლი.
ბავშვებს შეგიძლიათ დაალევინოთ დღე-ღამეში 0,5 ჩ/ჭ. დიდებს კი 1-1,5 ჩ/ჭ.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: