ადამიანების გარკვეული კატეგორია ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობელებლად ნატურალურ წვენებს მიმართავს. სასიამოვნო გემო, ვიტამინებისა და მინერალების მთელი კომპლექსი - შეუცვლელი თერაპიული მეთოდია ორგანიზმის გასაძლიერებლად.

ნატურალური წვენების სახით მიღებული საკვები მთელი ორგანიზმის გაწმენდას ემსახურება. ამას შეაძლოა თან ახლდეს გარკვეული უკუჩვენებები და არასასიამოვნო შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რაც უარყოფით ზემოქმედებად არ უნდა მიიჩნიოთ, მით უფრო თუ ისინი ახალია და სეზონურია. პირიქით ასეთი პროცესით უნდა მიხვდეთ რომ დაიწყო ორგანიზმის გაწმენდის და დარღვეული ფუნქციის აღდგენის პროცესი.

რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ ნატურალური ხილის თუ ბოსტნეულის წვენით მკურნალობას გადაწყვეტთ და რა უკუჩვენებები შესაძლოა გამოიწვიოს მათმა მიღებამ.
ამჯერად თქვენს ყურადღებას სეზონის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ხილზე - ბროწეულზე და მისი წვენის სასარგებლო თვისებებზე შევაჩერებთ.
სასარგებლო თვისებები
ბროწეულის წვენი მდიდარია ვიტამინებით და ორგანული მჟავებით, ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით.
მისი მიღება აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და აწესრიგებს სისხლის შემცველობას, ხელს უწყობს წნევის ნორმალიზებას და გულის სწორად მუშაობას, იცავს ტვინს სხვადასხვა დაავადებებისგან, დადებითად მოქმედებს მახსოვრობაზე, ასევე საუკეთესოა ხერხემლის სხვადასხვა დაზიანების დროს, კერძოდ, ოსტეოართრიტის და ოსტეოპოროზისას. მისი წვენი მოიაზრება ძუძუს კიბოს და პროსტატის სიმსივნის საპროფილაქტიკო საშუალებად.
ბროწეულის წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა მომავალი დედებისთვის, ის ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებას და მის ჯანმრთელობას.
უარყოფითი თვისებები
მისი ხანგრძლივი გამოყენება აზიანებს კბილის ემალს. მისი წვენი უკუნაჩვენებია ყაბზობის და ჰემოროის დროს, ასევე კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს.
მიღების წესი

ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე შეგიძლიათ მიიღოთ, 2 თვის განმავლობაში.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: