შემოდგომაზე ცისტიტის გამწვავება ბავშვებში ყველაზე ხშირ პრობლემას წარმოადგენს. მიზეზი ტემპერატურული ცვლილებებია. სხეულის გაციებით თუ ბაქტერიული პრობლემებით გამოწვეული პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას პატარებში.

პრობლემა ხშირია როგორც ჩვილ, ისე მოზრდილი ასაკის ბავშვებში. მის გამომწვევ მიზეზებად სახელდება ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი და შედარებით იშვიათად სხვა სახის მიკრობები. ცისტიტის განვითარების ხელშემწყობ პირობას ორგანიზმის ზოგადი და ადგილობრივი წინააღმდეგობის დაქვეითება წარმოადგენს, რაც განპირობებულია სხვადასხვა დროს გადატანილი ინფექციური დაავადებებით.

სიმპტომები მწვავე ცისტიტის დროს

მწვავე ცისტიტი უეცრად იწყება, იმატებს ხშირი შარდვის და დაუცლელობის შეგრძნება. ხშირია შარდის შემცირება, გაძნელება და ძლიერი წვის შეგრძნება. ზოგჯერ შესაძლებელია შარდის დასასრულს სისხლის წვეთები გამოყვეს.
მწვავე ცისტიტის დროს ტემპერატურა მცირედ იმატებს. პირველი დღეების განმავლობაში შესაძლებელია შარდში ცვლილებები არ იყოს, თუმცა მომდევნო დღეებში აშკარაა შარდში ლეიკოციტების, ერითროციტების და ცილის არსებობა.

სიმპტომები ქრონიკული ცისტიტის დროს

ქრონიკული ცისტიტის დროს შარდვა ძნელდება. ძლიერი წვის შეგრძნება უმეტესად მოშარდვის ბოლოს ძლიერდება, აღინიშნება შარდის მკვეთრი შემცირება. აღნიშნულ პროცესებს თან სდევს ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. შარდში ჩნდება ლეიკოციტების დიდი რაოდენობა, ბაქტერიოლოგიურად კი მიკრობები.
ამ დროს იქმნება ცისტიტის პიელონეფრიტით გართულების საშიშროება, რასაც ადასტურებს ტემპერატურის მომატება, ტკივილი წელის არეში, უმადობა, პირღებინება, სიფერმკრთალე, რომელიც პერიოდულად აღგზნებით იცვლება ხოლმე.

კვება მწვავე და ქრონიკული ცისტიტის დროს

ცისტიტის მწვავე და ქრონიკული პრობლემის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას. საჭიროა განმტვირთველი დიეტა: ხილი, მურაბა, კეფირი, მაწონი, კარტოფილი. საკვები რაცინოდან უნდა ამიღოთ ისეთი ტიპის საკვები როგორიცაა: ცხარე, მარილიანი, მჟავე, შებოლილი საკვები და სხვადასხვა ტიპის სანელებლები. სითხის რაოდენობა დღის განამავლობაში უნდა შეადგენდეს 1,5-2 ლ, წყლის და კომპოტების სახით. დიეტის დაწყებიდან 7-10 დღის შემდეგ შესაძლებელია ბავშვს ახალი ხორცი და თევზი მისცეს.

მკურნალობის გზები

მკურნალობის პირველ დღეებში სასურველია ბავშვს უმკურნალოთ მცენარეული საშუალებებით (მაგალითად გვირილა, დათვის ყურა, ასკილი, ოხრახუშის და ნიახურის ნაყენი). ასევე პიელონეფრიტის დროს სიმინდის ულვაში. საჭიროა გაუკეთოთ თბილი, ჯდომით აბაზანები, ასევე შეგიძლიათ თბილი სათბურის დადება შარდის ბუშტის არეში. აუცილებელია სითხის მიღება დიდი რაოდენობით და წოლითი რეჟიმი. მკურნალობის ეფექტურობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ბავშვის სასქესო ორგანოების კვლევა და შემოწმება, კუჭ-ნაწლავის სისტემის მოწესრიგება.
სამკურნალო საშუალებებად გამოიყენება ანტიბიოტიკის, ვიტამინების კომბინიაციაში ხმარება. საავადმყოფოს პირობებში ექიმის დანიშნულების შესაბამისად შარდის ბუშტის გამორეცხვა და ფიზიოთერაპია.