რა მსგავსება შეიძლება იყოს ცუდ ამინდსა და Wikipedia-ს შორის. ამინდის გაუარესებასთან ერთად, მკვეთრად იმატებს ონლაინ ენციკლოპედიაში დაწერილი სტატიების რიცხვი.
ის უფასოა, ის მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ 6 საიტს შორის არის. მოხალისეების ენერგიული არმია მას სულ აქტიურს ხდის. ის იხდის გადასახადებს დონაციიდან.
Wikipedia შეიქმნა 2001 წელს და დღემდე უამრავი ინფორმაცია შეაგროვა.
წლების განმავლობაში, თავისი რეკორდებიც დაამტარა.

• ვიკიპედია იღებს 600 ახალ სტატიას დღეში.
• საიტზე დარეგისტრირებულია 32, 5 მილიონი ადამიანი.
• სტატიები საიტზე 299 ენაზე ქვეყნდება .
• 2013 წლის კვლევით, Wikipedia-ს რედაქტორების 90% კაცი იყო.
• Wikipedia-ს სიტყვათა შეთანხმება ნიშნავს - გაზიარებული ვებ გვერდი (a shared website)
• Wikipedia-ს ყველაზე აქტიური რედაქტორი რიჩარდ ფარმბროუდია, რომელსაც ატვირთული აქვს 750 000 სტატია

Wikipedia

Wikipedia

ეს არის ონლაინ სივრცე, სადაც ცოდნა გროვდება. ვიკიპედია, მთელი მსოფლიოს გარშემო, მოხალისობრივ პრინციპზეა დაფუძნებული და შესაბამისად, ვიკიპედიის ყოველი მოხალისე სტატიას სრულიად უსასყიდლოდ ამზადებს.

ქართულ ვიკიპედიას თავის გმირები ყავს.
ენციკლოპედიის დაარსებიდან მალევე, 2003 წლის ნოემბერში, ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილება შეიქმნა. იდეა ავთანდილ აბულაძეს ეკუთვნის, რომელიც 2002 წლიდან ესპერანტო ვიკიპედიაში მოღვაწეობდა. შემდგომში ქართული ვიკიპედიის შექმნაზე მუშაობა პორტუგალიელმა მომხმარებელმა Malafaya განაგრძო. არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თარიღიდან ამოქმედდა ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილება, თუმცა ვიკიპედიის გვერდის ცვლილებების ისტორიიდან ჩანს, რომ 2004 წლის დასაწყისში ქართული ვიკიპედია უკვე მოქმედებდა. ისევე როგორც ვიკიპედიის სხვა განყოფილებებს, ქართულენოვანსაც ამერიკული ფონდი „ვიკიმედია“ მართავს. ქართულენოვანი განყოფილება, მუშაობს რამდენიმე ასეული სერვერისგან შემდგარი სერვერული კლასტერისგან, რომლებიც საქართველოში არ მდებარეობს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: