შილინის ქვის ტყე (Shilin Stone Forest) - უჩვეულო ტყე, რომელიც მთლიანად ქვის ლოდებისგან შედგება, იუნნანის პროვინციაში, ქალაქ კუნმინიდან 130 კილომეტრში მდებარეობს. Shilin -ჩინურად სწორედ ქვის ტყეს ნიშნავს.

.

.

.

.

შილინი კარსტული წარმონაქმნის ერთობლიობას წარმოადგენს. კლდეების ფორმა მართლაც გაქვავებულ ხეებს გავს, ამიტომ იქმნება სრული შთაბეჭდილება, რომ ეს ნამდვილად ქვის ტყეა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ „ქვის ტყე“ დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ გაჩნდა. იმ დროს ამ ადგილას იყო ზღვა, რომლის ფსკერზე საუკუნეების მანძილზე კირქვა გროვდებოდა. ზღვამ გამოშრობა დაიწყო და ზედაპირზე კირქვის მაღალი ქვები გამოჩნდა. ზღვამ ეს ქვები ოდნავ ალესა, ქარმა და დრომ კი ეს პროცესი დაასრულა და ახლა ამ ადგილას უჩვეულო ფორმის ქვის ლოდები დგას. ზოგიერთი მათგანი ხეებს, ცხოველებს, ფრინველებს და ადამიანებსაც კი გავს.

.

.

ქვის ტყე შვიდ ნაწილად არის დაყოფილი: დიდი და პატარა ქვის ტყე, ქვის ტყე ნაიგუ (Naigu), კვიფენგის გამოქვაბული, ჟიუნის გამოქვაბული, გრძელი ტბა, მთვარის ტბა და ჩანჩქერი და დიეშიუ (Da Dieshui). გარდა ამისა, შილინი მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისგანაც შედგება.

ქვის დიდ ტყეში ძირითადად უზარმაზარი ლოდებია. ზოგიერთ ადგილებში ლოდები ერთმანეთთან ისე ახლოს დგას, რომ შესაძლოა ადამიანმაც ვერ გაიაროს. ამ ტერიტორიაზე შეიძლება ადვილად დაიკარგოთ, ამიტომ დახმარების გამოსაძახებლად სხვადასხვა ადგილებში დგას სატელეფონო ჯიხურები. თითოეული ტელეფონი მიბმულია გარკვეულ წერტილზე და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაიკარგეთ, ადვილად გიპოვიან.

.

.

ქვის პატარა ტყეში უფრო მეტი მცენარეა. აქ არის ყვავილის მდელოები და ლამაზი ხეები. ასევე, აქ ნახავთ ე.წ. „კოშკებს, რომლებსაც ცა უკავიათ“. როდესაც მათ უყურებ, იმდენად მაღალი ჩანს, რომ იქმნება შთაბეჭდილება ცა მართლაც მათ ეყრდნობა.

ქვის ტყის მიწისქვეშა ნაწილში მდებარეობს კარსტული გამოქვაბული ჟიუნი, რომლის ფართობი 3 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, კვიფენგის გამოქვაბულში კი ნამდვილი საოცრება ხდება: აგვისტოდან ნოემბრამდე მიწისქვეშა მდინარეზე ყოველ 30 წუთში პატარა გრიგალი იწყება, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება და ისევე სწრაფად ქრება, როგორც გაჩნდა. მეცნიერებს დღემდე არა აქვთ პასუხი იმაზე, თუ რა ხდება სინამდვილეში.

ამავე ტერიტორიაზეა ულამაზესი ჩანჩქერი „და დიეშიუ“, რომლის სიმაღლე 88 მეტრს შეადგენს. სრულად საკუთარ სილამაზეს და ძლიერებას ჩანჩქერი წვიმების სეზონში ამჟღავნებს.

.

.

რა თქმა უნდა, ასეთი იდუმალი და უჩვეულო ადგილი წარმოუდგენელია ლეგენდების გარეშე. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ქვის ტყე იჰი-ს ტომის ულამაზესი ქალიშვილის - აშიმუს სამშობლო იყო.

Related Articles

  • ჩინური ვენეცია - დაბა უ

ნათესავებმა აუკრძალეს მას მის შეყვარებულზე გათხოვება და აქციეს ქვად, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს. ყოველ წელს, მთვარის კალენდრის მეექვსე თვის 24-ე დღეს იჰი-ს ტომის ბევრი წარმომადგენელი ჩირაღდნების ფესტივალს აღნიშნავენ. აღნიშნული დღესასწაულის დროს ხალხური ცეკვებისა და საბრძოლო ხელოვნების წარმოადგენები იმართება.

ფესტივალის ჩატარება ხელს უწყობს ამ რეგიონში სტუმრების მოზიდვას და ტურიზმის განმვითარებას.

2007 წლიდან ქვის ტყის პარკის ორი ნაწილი: ნაიგუ (Naigu) და სუოგეი (Suogeyi Village) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: