"მარველის" ბოლო ფილმი“ შურისმაძიებლები- უსასრულობის ომი“ ჩინეთში პარასკევს გამოვიდა.

ენტონი და ჯოი რუსოს რეჟისორობით გადაღებული ფილმის რეიტინგი 10 დან 8.6 იყო, რომელიც მის წინამორბედი ვერსიების რეიტინგებთან შედარებით ბევრად მაღალია.

ამჟამინდელი რეიტინგი "მარველის" „კაპიტანი ამერიკას“ რეიტინგსაც უსწრებს.

ახალ "შურისმაძიებლებში" სუპერგმირების ალიანსი ცდილობს შეაჩეროს მტერი სახელად ტანოსი მსოფლიოს გადანგურებისგან.

მსოფლიო კინოვარსკვლავების რობერტ დაუნი ჯუნიორი, კრის ჰემსვორტის, კრის ევანსისა და სკარლეტ იოჰანსონის ხილვა ფილმის ამჟამინდელ ნაწილშიც შეგიძლიათ.

სიქუელის შემოსავალი 1,2 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა მას შემდეგ, რაც 23 აპრილს ფილმი პირველად გამოვიდა ლოს ანჯელესში და შეფასებების უმეტესობა დადებითი აღმოჩნდა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: